განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

საჭიროა პირდაპირ მტრებთან და აგენტურასთან ბრძოლა და დაარქვან ამას თუნდაც „37 წელი“, ამაში საქილიკოს ვერაფერს ვხედავ - ლალი მოროშკინა

„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სხვადასხვა დროს ეკავა თანამდებობები შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანის ლიდერები მატყუარები არიან და მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოშია დაგეგმილი.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] ორი კუთხური, ორი თავური... "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო! | Lelo.Ge

თბილისის "დინამომ" კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო ლუქსემბურგში და დიდი ნაბიჯი გადადგა შემდგომი სტადიისკენ. თემურ ქეცბაიას შეგირდები 21-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ, ორივე გოლი ნიკა ნინუას კუთხურებს მოჰყვა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე სან-მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, მასპინძლებმა კი ორი გოლით უპასუხეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ „დილამ“ შეტევები გააგრძელა, კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა. საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს გაიმართება.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[ცურვა. ევროპის პირველობა] ანა ნიჟარაძე ფინალში მეექვსე იყო | Lelo.Ge

მიუნხენში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ გოგონათა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ფინალში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 59.72 წამში დაფარა. ასევე, ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ფინალისტთა რეზერვში მოხვდა.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის პირობა დადო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპის თქმით, ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, თავად აწარმოოს რაკეტები და აღარ მოუწიოს ჩივილი მიწოდების სიმცირეზე.

10 ივლისი, 2026
სპორტი

პსჟ-მ 22 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი მესამედ გაუშვა იჯარით

პსჟ-მ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“ იყო, შემდეგ „ბრაგაში“, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

"ოქროს ბურთი 2026" - ცნობილი გახდა რომელ პოზიციაზეა კვარაცხელია

Goal-მა განაახლა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატმა გარკვეული კორექტივები შეიტანა. პსჟ-ს ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში მერვე ადგილზეა. პირველი ოცეულიც ცნობილია.

10 ივლისი, 2026