განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.

10 ივლისი, 2026
სამართალი

მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს ‘მოსამართლის შეურაცხყოფის’ საქმეზე 1.5 წლით პატიმრობა შეეფარდა

ჭიათურელი მაღაროელი გიორგი ნეფარიძე, რომელიც უკვე იხდის სასჯელს, მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე დამნაშავედ ცნეს და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ნეფარიძე 2025 წლის აპრილში დააკავეს და მას უკვე აქვს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეფარდებული სხვა საქმეზე.

10 ივლისი, 2026
სპორტი

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი, მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ მისი დატოვება არ სურდა, გადაწყვეტილება თავად ჯეიმსმა მიიღო. NBA-ის ინსაიდერების ინფორმაციით, „მეფე“ კარიერას „მაიამი ჰიტში“, „კლივლენდ კავალიერსში“ ან „ფილადელფია სიქსერსში“ გააგრძელებს.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

საჭიროა პირდაპირ მტრებთან და აგენტურასთან ბრძოლა და დაარქვან ამას თუნდაც „37 წელი“, ამაში საქილიკოს ვერაფერს ვხედავ - ლალი მოროშკინა

„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანის ლიდერები მატყუარები არიან და მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოშია დაგეგმილი.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა

თბილისის „დინამომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლუქსემბურგის „მონდორფ ლე ბენი“ 2:1 დაამარცხა. გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო ბას და ვაწაძის გოლებით, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს. საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს თბილისში გაიმართება.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[ცურვა. ევროპის პირველობა] ანა ნიჟარაძე ფინალში მეექვსე იყო | Lelo.Ge

მიუნხენში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ გოგონათა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ფინალში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 59.72 წამში დაფარა. ასევე, ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ფინალისტთა რეზერვში მოხვდა.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის პირობა დადო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.

10 ივლისი, 2026