სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი, შესაძლოა, კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
10 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. მანამდე ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. "ქაისერი" გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის „დინამომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლუქსემბურგის „მონდორფ ლე ბენი“ 2:1 დაამარცხა. გოლები ბას და ვაწაძემ გაიტანეს, მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს, თუმცა საბოლოო გამარჯვება ქეცბაიას გუნდს დარჩა. საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს თბილისში გაიმართება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის "დინამომ" კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო ლუქსემბურგში და დიდი ნაბიჯი გადადგა შემდგომი სტადიისკენ. თემურ ქეცბაიას შეგირდები 21-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ. ორივე გოლი ნიკა ნინუას კუთხურებს მოჰყვა - ჯერ ახალწვეულმა ალგასიმ ბამ გაიტანა თავით, ხოლო შემდეგ - მათე ვაწაძემ თავურითვე გაზარდა სხვაობა.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
ევროპის ცხრა ქვეყანამ ევროკომისიას მიმართა თხოვნით, გააგრძელოს სასაზღვრო კონტროლის ახალი წესების, კერძოდ, შესვლისა და გასვლის სისტემის (EES) ამოქმედების დროს შემოღებული გამარტივებული ზომების მოქმედება. ქვეყნები ითხოვენ შეინარჩუნონ სათადარიგო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებს, დროებით შეაჩერონ ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება შეფერხებების ან გრძელი რიგების შემთხვევაში.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
ევროპის ცხრა ქვეყანამ ევროკომისიას მიმართა თხოვნით, გააგრძელოს სასაზღვრო კონტროლის ახალი წესების, კერძოდ, შესვლისა და გასვლის სისტემის (EES) ამოქმედებისას შემოღებული გამარტივებული ზომების მოქმედება. ქვეყნები ითხოვენ დროებითი მექანიზმის შენარჩუნებას, რომელიც შეფერხებების შემთხვევაში ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების შეჩერების საშუალებას მისცემს.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა. ინციდენტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან კრიტიკა მოყვა.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს.
სააკაშვილის თქმით, ეს საბჭო ახალი პარტიის მშენებლობაზე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტურ გარდაქმნაზე იზრუნებს, რათა ის თანამედროვე, ახალგაზრდული და სახალხო მოძრაობა გახდეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს რაგბის კლუბი „შავი ლომი“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობას აძლიერებს და ტრანსფერზე 12 ახალ მოთამაშეს იმატებს. გუნდს შეუერთდებიან ახალზელანდიელი მორაგბეები მაიკლ ქარი და ამაანი ვერკო-აოიონი, რომლებიც მეორე-მესამე ხაზში თამაშობენ. ასევე, გუნდს დაემატებიან ქართველი მორაგბეები სხვადასხვა კლუბებიდან და საფრანგეთიდან დაბრუნებული მოთამაშეები.
10 ივლისი, 2026