განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

[VIDEO] ორი კუთხური, ორი თავური... "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო! | Lelo.Ge

თბილისის "დინამომ" კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო ლუქსემბურგში და დიდი ნაბიჯი გადადგა შემდგომი სტადიისკენ. თემურ ქეცბაიას შეგირდები 21-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ. ორივე გოლი ნიკა ნინუას კუთხურებს მოჰყვა - ჯერ ახალწვეულმა ალგასიმ ბამ გაიტანა თავით, ხოლო შემდეგ - მათე ვაწაძემ თავურითვე გაზარდა სხვაობა.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილ დიპლომატიის აკადემიას უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

პარტიას ვთავაზობ, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“ , რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, აღმასრულებელი მდივანი ნანუკა - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ პარტია ძირეულ რეფორმებს იწყებს და მიზნად ისახავს თანამედროვე, ახალგაზრდული და სახალხო მოძრაობის შექმნას.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[რაგბი. ტრანსფერი] "შავი ლომი" ახალი სეზონისთვის ძლიერდება | Lelo.Ge

ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ ახალი სეზონისთის შემადგენლობას აძლიერებს და გუნდში სატრანფერო სეზონზე 12 ახალწვეული იქნება. ორი მათგანი, მაიკლ ქარი და ამაანი ვერკო-აოიონი, წარმოშობით სამოელი ახალზელანდიელები არიან და მეორე-მესამე ხაზის მოთამაშეები არიან. გუნდს ასევე შეუერთდებიან ქართველი მორაგბეები და საფრანგეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან გიორგი მამაიაშვილი და დავით არველაძე.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[რაგბი. ერთა თასი] სამოასთან ბორჯღალოსნების საბრძოლო რაზმი ცნობილია | Lelo.Ge

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეორე ტურში, ჩილეში, სამოას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, სადაც რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშეა, ორმა კი პოზიცია შეიცვალა.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე მიწვეულთა სიაში საქართველოს არყოფნას ოპონენტებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოება მოყვა

საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანკარაში მიემგზავრება, სადაც სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას. ოპონენტების აზრით, ეს საქართველოს ნატოს პლატფორმებიდან თანდათანობით გამოძევების ნაწილია, რასაც მმართველი პარტია პროპაგანდას უწოდებს.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

საჭიროა პირდაპირ მტრებთან და აგენტურასთან ბრძოლა და დაარქვან ამას თუნდაც „37 წელი“, ამაში საქილიკოს ვერაფერს ვხედავ - ლალი მოროშკინა

„ოცნების“ პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.

10 ივლისი, 2026
სამართალი

11 წლის შემდეგ გახსნილი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობა - რას წერდა "ნიუპოსტი" 2015 წელს მომხდარ დანაშაულზე

პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა. საქმეზე ორ პირს - თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება. "ნიუპოსტის" არქივში იძებნება სტატია, რომელიც 11 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ეხება.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ყაველაშვილი ჟენევაში ხელოვნური ინტელექტის შესახებ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა და გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გლობალურ დიალოგს დაესწრო და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა. ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ რისკებს და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანის ლიდერები მატყუარები არიან და მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.

10 ივლისი, 2026