სპორტი
პსჟ-მ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“ იყო, შემდეგ „ბრაგაში“, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
"კრისტალ პალასის" ყოფილი თავკაცი ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და 51 წლის სპეციალისტი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს. "ნოტინგემი" ვიტორ პერეირას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მალე გამოაცხადებს და მას კონტრაქტს ვადაზე ადრე შეუწყვეტს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი, შესაძლოა, კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 41 წლის ვეტერანი კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ „ლეიკერსს“ ლებრონის გაშვება არ სურდა, გუნდის შეცვლა თავად ჯეიმსის სურვილი იყო.
10 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება მიღწეულია. "ქაისერი" გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის "დინამომ" კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო ლუქსემბურგში და დიდი ნაბიჯი გადადგა შემდგომი სტადიისკენ. თემურ ქეცბაიას შეგირდები 21-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ. ორივე გოლი ნიკა ნინუას კუთხურებს მოჰყვა - ჯერ ახალწვეულმა ალგასიმ ბამ გაიტანა თავით, ხოლო შემდეგ - მათე ვაწაძემ თავურითვე გაზარდა სხვაობა.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიხეილ ყაველაშვილს, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებისთვის. ფეზეშქიანის თქმით, ეს ვიზიტი ორი მეგობარი ერის ისტორიულ მეხსიერებაში დარჩება და იმედი გამოთქვა, რომ ირან-საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდება.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი - აღმასრულებელი მდივანი. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის წევრების გარდა, სხვა აქტიურ მოქალაქეებსაც გააერთიანებს.
სააკაშვილის თქმით, ეს საბჭო ახალი პარტიის მშენებლობასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტურ გარდაქმნაზე იზრუნებს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეორე ტურში, ჩილეში, შაბათს, სამოას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, სადაც რამდენიმე ცვლილება განახორციელა. სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშეა, ორმა კი პოზიცია შეიცვალა.
10 ივლისი, 2026