განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

საჭიროა პირდაპირ მტრებთან და აგენტურასთან ბრძოლა და დაარქვან ამას თუნდაც „37 წელი“, ამაში საქილიკოს ვერაფერს ვხედავ - ლალი მოროშკინა

„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და არ სცადონ დრონების დამოუკიდებლად ჩამოგდება.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

დაიბომბა რუსეთისა და უკრაინის ქალაქები

უკრაინული დრონების იერიშის შედეგად რუსეთის ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამავდროულად, რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ხარკოვის ოლქშიც რუსული დრონის თავდასხმას ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

დაკრძალეს ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი

ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, ქალაქ მეშჰადში, მერვე შიიტი იმამის, რეზას სალოცავში დაკრძალეს. მის დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის პირველ დღეს დაიღუპა, დაკრძალვა კი მომხდარიდან მეხუთე თვეს შედგა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა

თბილისის „დინამომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლუქსემბურგის „მონდორფ ლე ბენი“ 2:1 დაამარცხა. გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო ბას და ვაწაძის გოლებით, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს. საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს თბილისში გაიმართება.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისს მიიღო ჰააგის დეკლარაცია და თანმხლები რეზოლუციები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტპატიმრების საკითხებს ეხება. საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა. ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დემოკრატია ერთად ყოფნასა და კონფლიქტის მოგვარებას გულისხმობს.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ირაკლი დგებუაძე ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. მანამდე ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ადვოკატების თქმით,ბრიტანეთის მოქალაქე ტკივილგამაყუჩებლების გამო ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ბრიტანეთის მოქალაქე და ომის ვეტერანი მეთიუ როი დესმონდი საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს. იგი საზღვარზე ტკივილგამაყუჩებლებით დააკავეს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უკანონოდაა მიჩნეული. ადვოკატების თქმით, მას რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ადვოკატების თქმით,ბრიტანეთის მოქალაქე ტკივილგამაყუჩებლების გამო ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ბრიტანეთის მოქალაქე და ომის ვეტერანი მეთიუ როი დესმონდი საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს. იგი საზღვარზე ტკივილგამაყუჩებლებით დააკავეს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უკანონოდაა მიჩნეული. ადვოკატების თქმით, მას რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

Politico: ევროპის ცხრა ქვეყანა ევროკომისიას სასაზღვრო კონტროლის ახალი წესების შემსუბუქებას სთხოვს

ევროპის ცხრა ქვეყანამ ევროკომისიას მიმართა თხოვნით, გააგრძელოს სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემის, შესვლისა და გასვლის სისტემის (EES) ამოქმედებისას შემოღებული გამარტივებული ზომების მოქმედება. ქვეყნები მიუთითებენ სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ სერიოზულ სირთულეებზე და ითხოვენ დროებითი მექანიზმის შენარჩუნებას, რომელიც შეფერხებების შემთხვევაში ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების შეჩერების საშუალებას მისცემს.

10 ივლისი, 2026