← მთავარი
სპორტი

[მსოფლიო თასი 2026] განგაში საფრანგეთში! იქნება თუ არა მბაპე მზად ნახევარფინალისთვის? | Lelo.Ge

10 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[მსოფლიო თასი 2026] განგაში საფრანგეთში! იქნება თუ არა მბაპე მზად ნახევარფინალისთვის? | Lelo.Ge

მაროკოსთან მუნდიალის მეოთხედფინალურ მატჩში კილიან მბაპეს დაშავებას საფრანგეთში განგაშის ზარები მოჰყვა. ის არა მარტო კაპიტანი, “ლე ბლეს” მთავარი მეგოლე (8) და წარმატების ფორმულაა.

მის გარეშე დიდი დეშამის გუნდის შანსები ნახევარფინალში, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე (ესპანეთი ან ბელგია), საგრძნობლად შემცირდება. ამიტომ, მთელი საფრანგეთი მოუთმენლად ელის ინფორმაციას ნაკრების ბანაკიდან - რა დასკვნას დადებენ ექიმები?

რამდენადმე დამაიმედებელი იყო თავად მბაპეს კომენტარი, რომელიც თამაშის დასრულებიდან მალევე გააკეთა: “კოჭის მცირე ტრავმა მაქვს, მაგრამ სრულიად კარგად ვარ, პრობლემას ვერ ვხედავ”.

იქვე მბაპემ მის შემცვლელ ჟან-ფილიპ მატეტაზე დასძინა: “ჟან-ფილიპი უკეთეს მდგომარეობაში იყო მატჩის დარჩენილი წუთების სათამაშოდ, თუნდაც ფიზიკურად. სულ ეს არის, რაც მოხდა”.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საჭიროა ოფიციალური, დადასტურებული ინფორმაცია თავად ნაკრების შტაბიდან, რომ 27 წლის ვარსკვლავი ნახევარფინალისთვის სრულიად ჯანმრთელი იქნება.

← მთავარი