განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სამართალი

საპროცესო გაუფორმდა დემონსტრანტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ავიდა

დემონსტრანტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში პოლიციის ავტომობილზე ავიდა, ბრალის აღიარების სანაცვლოდ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმების მიხედვით, მას 1 წლით პატიმრობა და 3 წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა, სასჯელის ათვლა დაკავების მომენტიდან დაიწყო და ის 4 თვეში დატოვებს საპატიმროს. თავდაპირველად მას ხულიგნობის, ძალადობის და პოლიციის ავტომობილზე თავდასხმის მუხლებით ედავებოდნენ.

30 ივნისი, 2026
პოლიტიკა

მეუღლის ნაჩუქარი ბინები, 6 ათას დოლარიანი მანქანა... -რა ქონებას ფლობს "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის 30 აპრილს წარადგინა. დეკლარაციის თანახმად, პოლიტიკოსი ფლობს 400 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ქობულეთში, რომელიც 2025 წელს მეუღლისგან აქვს მიღებული სიმბოლურ - 1 დოლარად. ასევე მის საკუთრებაშია, თბილისში მდებარე ორი ბინა, რომლებიც გასულ წელს აქვს მიღებული მეუღლისგან ჩუქებით.

30 ივნისი, 2026
პოლიტიკა

რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ემოციურობისა, თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია. მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკოსებს განსხვავებული შეხედულებები შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა ეს ფიზიკურ დაპირისპირებაზე არ უნდა გადაიზარდოს. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებშიც ხდება, თუმცა ეს არ ამართლებს მომხდარს საქართველოში.

30 ივნისი, 2026
სამართალი

კასპში მომხდარ ავარიას მეთორმეტეკლასელი, კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ ერთი პირი

კასპში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მეთორმეტეკლასელი და კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი. ავტომობილი, რომელშიც ის და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ, ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

30 ივნისი, 2026
მსოფლიო

ვენესუელაში 1700-ს გადააჭარბა დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

ვენესუელის ხელისუფლებამ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა 24 ივნისს მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული მსხვერპლის შესახებ. 29 ივნისის მდგომარეობით, დაღუპულია 1719 ადამიანი, დაშავებულია 5034, ხოლო უსახლკაროდ დარჩა 15 866. გაეროს ინფორმაციით, სრულად დაინგრა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა 2500-მდე შენობა, განსაკუთრებით დაზარალდნენ კარაკასი და ლა-გუაირას შტატი.

30 ივნისი, 2026
სპორტი

უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა

უკრაინის კალათბურთის ნაკრების წევრმა ალექსანდრ კოვტალიუკმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან თამაშისას ფიზიკური და უხეში თამაშით მეტოქის გატეხვა სურთ. მისი თქმით, ქართველებს ასეთი სტილი არ მოსწონთ და ეს გამარჯვების გზაა. კოვტალიუკმა აღნიშნა, რომ ლიდერებზე უხეში ფოლებით ზეწოლა უნდა განხორციელდეს.

30 ივნისი, 2026
სამართალი

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორს 8 წლით, ხოლო ამავე კომპანიის თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტურისტული კომპანია „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორი და თანამშრომელი დამნაშავედ ცნო მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. მათ მოქალაქეებს დაპირდნენ საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზებას, თუმცა მომსახურება არ განუხორციელებიათ და 200-მდე მოქალაქეს ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი მოატყუეს. სასამართლომ დირექტორს 8 წლით, ხოლო თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

30 ივნისი, 2026
საზოგადოება

საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის, დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი სერიოზულ კითხვებს აჩენს გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის დამოუკიდებლობაში სახელმწიფოს ჩარევის კუთხით. საია მიიჩნევს, რომ სიუჟეტში დანაშაულის შესაძლო ჩადენაზე ინფორმაციის გაჟღერება თავისთავად ვერ იქნება ცრუ დასმენის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი, მით უმეტეს, როდესაც საკითხი საზოგადოებრივ ინტერესს ეხება.

30 ივნისი, 2026
სამართალი

ნატა ფერაძე ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს. მას შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ფერაძე მსგავსი ქმედებებისკენ არის მიდრეკილი და მას უკვე დაკისრებული აქვს ჯარიმა.

30 ივნისი, 2026
სამართალი

საპროცესო გაუფორმდა დემონსტრანტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ავიდა

დემონსტრანტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში პოლიციის ავტომობილზე ავიდა, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმების მიხედვით, მას 1 წლით პატიმრობა მიესაჯა, 3 წლის ვადით კი პირობითი მსჯავრი. სასჯელის ათვლა დაკავების მომენტიდან დაიწყო და ის საპატიმროს 4 თვეში დატოვებს.

30 ივნისი, 2026