← მთავარი
სპორტი

"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

30 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

18 წლის მცველი საბა ხარებაშვილი, რომელიც კარიერას “ბაშაქშეჰირში” გააგრძელებს, თბილისის “დინამოს” დაემშვიდობა:

 

“დადგა დღე, როდესაც მადლობის თქმა ყველაზე რთულია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა გავზრდილიყავი, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნება. თქვენ მასწავლეთ შრომის ფასი, დისციპლინა, პასუხისმგებლობა და ყველა ადამიანური ღირებულებები, რომელიც მთელი ცხოვრება თან გამყვება.

 

მადლობა თითოეულ თქვენგანს: მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, სტაფს. ყველას, ვისაც ჩემი ცხოვრების გზაზე პატარა წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში. თქვენი შრომა, ნდობა და თანადგომა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს - თქვენი სიყვარული და გვერდში დგომა ყველაზე რთულ და ყველაზე ბედნიერ წუთებში უდიდეს ძალას მაძლევდა. “დინამო” ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და აქ მიღებული გამოცდილება, მეგობრობა და მოგონებები ჩემთან სამუდამოდ დარჩება! “დინამოს” ვუსურვებ წარმატებას, რომელსაც ეს დიდი კლუბი იმსახურებს. მადლობა ჩემს დიდ ოჯახს ყველაფრისთვის. მხოლოდ “დინამო”! მხოლოდ თბილისი!”

 

 

თეგები:

თბილისის დინამო

ბაშაქშეჰირი

საბა ხარებაშვილი

გაზიარება:

(1) /

(0)

← მთავარი