← მთავარი
სპორტი

[ჩოგბურთი. უიმბლდონი] მარიამ ბოლქვაძემ ლონდონში პირველი ბარიერი გადალახა | Lelo.Ge

1 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ჩოგბურთი. უიმბლდონი] მარიამ ბოლქვაძემ ლონდონში პირველი ბარიერი გადალახა | Lelo.Ge

სასიხარულო ინფორმაცია ინგლისიდან:

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე (რეიტინგით 545-ე) წარმატებით განაგრძობს წინსვლას უიმბლდონის ქალთა ტურნირზე - კვალიფიკაციაში მოპოვებული სამი გამარჯვების შემდეგ მარიამმა 30 ივნისს მთავარი ბადის სტარტზე უმთავრესი სასპორტო გამოცდაც უნაკლოდ ჩააბარა. ჩვენებურის მეტოქე იყო 33 წლის ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი(წარმოშობით ხორვატი), რომელიც რეიტინგში 94-ე ადგილზეა (2023 წლის 3 აპრილს 32-ეც იყო).

ორთაბრძოლა 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. პირველი ხელი ქართველმა იოლად მოიგო - 6:2. მეორეში ინიციატივა მეტოქეს გადააბარა და წააგო კიდეც 2:6. ბოლქვაძემ მესამე სეტში შეძლო ძალების კონცენტრაცია, 6:4 გაიმარჯვა და ტურნირის მეორე წრეში გავიდა.

← მთავარი