25 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ პარანიჩბოსანთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც რუმინულმა ბასკოვმა უმასპინძლა. 11.8-კილომეტრიან დისტანციაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა, რომელსაც ერთადგილიანი კაიაკით (1:00.05.22) ვერცხლის მედალი ხვდა.
n n n
კანადაში ვეტერან ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს: ერთადგილიანი კაიაკით ოლეგ ოლეინიკმა 200 მეტრზე მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ზაქარია ხიზანიშვილმა ერთადგილიანი კანოეთი 200 და 500 მეტრზე ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.
ოლეგ ოლეინიკი
ზაქარია ხიზანიშვილი
n n n
ლიეტუვის ქალაქ ტრაკაიში 64-ე საერთაშორისო ტურნირზე („ქარვის ნიჩბები”)18 ქვეყნის 460 წარმომადგენელი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის. ქართველმა სპორტსმენმა გიორგი კანთელაძემ (მწვრთნელი ნიკოლოზ მიქაუტაძე) მსუბუქ წონაში ერთადგილიანი ნავით (1X, 2000 მ) ორკილომეტრიანი დისტანცია 7:23.06 წუთში დაფარა და მესამე ადგილით დაკმაყოფილდა.