პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და თანმხლები რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. რეზოლუციები საქართველოს მოუწოდებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, შემზღუდავი კანონმდებლობის გადახედვისკენ და რეფორმების განხორციელებისკენ. საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. კონფლიქტი ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაიწყო, რის შედეგადაც 26 წლის კაცმა მოზარდს ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
მაროკოსთან მატჩში კილიან მბაპეს დაშავებამ საფრანგეთში შეშფოთება გამოიწვია. ის გუნდის კაპიტანი და მთავარი მეგოლეა, მის გარეშე გუნდის შანსები საგრძნობლად შემცირდება. თავად ფეხბურთელმა მცირე ტრავმა ახსენა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
კილიან მბაპემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოსთან მატჩში რეკორდი დაამყარა. მან მიმდინარე მუნდიალზე 8 გოლი და 3 ასისტი დააგროვა, რითაც 10+ შედეგიანი ქმედება ჩაიწერა. მბაპე გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ეს მაჩვენებელი ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე შეასრულა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ამსტერდამში, ჰააგასა და როტერდამში არეულობა მოხდა. ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატმა გერტ ვილდერსმა ამ ფაქტს მკვეთრი განცხადებით უპასუხა და მაროკოელების ევროპიდან გაძევება მოითხოვა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
Human Rights Watch-მა (HRW) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც საქართველოში სამოქალაქო სექტორისა და აქტივისტების მიმართ გაძლიერებულ ზეწოლას ეხება. ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლება რეპრესიული კანონების, დაფინანსების შეზღუდვებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების გამოყენებით დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებს. HRW-მ ესაუბრა 15 ქართველ აქტივისტს, იურისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომლებმაც ქვეყანაში „უკიდურესად მტრული გარემო“ აღწერეს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (W100) მეოთხედფინალში არგენტინელ ხულია რიერას სძლია. ამ გამარჯვებით გორგოძემ 3 ივლისს შტუტგარტში ამავე მეტოქესთან წაგებისთვის რევანში აიღო. ნახევარფინალში გორგოძე სერბ ჩოგბურთელ ტეოდორა კოსტოვიჩს დაუპირისპირდება.
11 ივლისი, 2026
სამართალი
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოშია დაგეგმილი.
11 ივლისი, 2026