საზოგადოება
მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ამსტერდამში, ჰააგასა და როტერდამში არეულობა მოეწყო. ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატმა გერტ ვილდერსმა ამ ფაქტს მკვეთრი განცხადებით უპასუხა და მაროკოელები ევროპიდან გაძევებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მრავალფეროვნება სასიკვდილო დაავადებაა და ძალადობის მიღება ღალატია.
11 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. მან ჯერ სლოვაკ მია პოჰანკოვას, შემდეგ კი გერმანელ ვალენტინა შტაინერს სძლია. მეოთხედფინალში მისი მეტოქე არგენტინელი ხულია რიერა იქნება. ამასთან, ბელგიაში წყვილთა ტურნირზე საბა ფურცელაძე და ნიკლას შელი მეოთხედფინალში დამარცხდნენ.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კილიან მბაპეზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას დიქტატორად მიიჩნევს, მბაპე მოედანზე სანიმუშო კაპიტანია. დეშამმა ასევე აღნიშნა, რომ მბაპემ მისი რეკორდი დაამხო ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით.
11 ივლისი, 2026
სპორტი
სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ 2026/27 წლების სეზონისთვის 12 ახალ მოთამაშით გაძლიერდა. გუნდს ორი ლეგიონერი, ორი საფრანგეთიდან დაბრუნებული ქართველი და რვა ადგილობრივი კლუბებიდან დაწინაურებული მოთამაშე შეუერთდა. მათ შორის არიან როგორც გამოცდილი მორაგბეები, ისე ახალგაზრდა ნიჭიერები.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. „მამლებმა“ ულაპარაკოდ დაამარცხეს მაროკო, დიდიე დეშამის გუნდი კი ოქროსკენ მიმავალ გზაზე შეჩერებას გაუჭირდება. თითქმის მთელი მატჩი ფავორიტმა მეტოქის საჯარიმოსთან გაატარა და უამრავი შანსი შექმნა. საბოლოოდ, მბაპემ და დემბელემ გაიტანეს გოლები და საფრანგეთმა 2:0 იმარჯვა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის „დინამომ“ კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგში „მონდორფი“ 2:1 დაამარცხა. თემურ ქეცბაიას გუნდმა პირველ ტაიმში ორი გოლის უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს. ქართული გუნდების ფიზიკური მომზადების პრობლემა კვლავ აქტუალურია.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ოთხმა კლუბმა ევროთასებზე ასპარეზობა დაიწყო. მიმდინარე ევროსეზონი უმნიშვნელოვანესია, რადგან გუნდებმა ევროპულ ასპარეზზე დაკარგული ერთი ადგილი უნდა დაიბრუნონ. იმედია, ოცწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიმე ქართული კლუბი მაინც შეძლებს ევროპალიგის ან კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. პირველი მატჩების შედეგები იმედისმომცემია, თუმცა ჯერ ადრეა დიდი წარმატებებზე საუბარი.
11 ივლისი, 2026