← მთავარი
სპორტი

"ჩემმა მეგობარმა მხოლოდ ერთი კითხვა დაგისვა... იმისთვის, რომ თავი კაცად იგრძნო, სხვისი შეურაცხყოფა საჭირო არ არის" - ნურმაგომედოვი გუშინდელ ჩხუბზე

11 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

დღეს თბილისში RAF-ის (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) ღონისძიება უნდა გაიმართოს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს არაერთი ცნობილი სპორტსმენი სტუმრობს.

ივენთის წინა დღით პრესკონფერენცია გაიმართა, საიდანაც ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, დაპირისპირება - არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და ერთ-ერთი დაღესტნელი სტუმარი დაუპირისპირდნენ.

როგორც სხვადასხვა სპორტული გამოცემები წერენ, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო რაც მერაბის მიერ უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებით ნათქვამი რეპლიკა ერთ-ერთ სტუმარს არ მოეწონა და გააპროტესტა.

მოგვიანებით, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობდნენ პოლიციელები ზოგიერთი მებრძოლის შეჩერებას. როგორც სპორტული გამოცემები წერენ, კავკასიელი მებრძოლები ცდილობდნენ დაცვის და პოლიციის კორდონის გარღვევას და იმ ოთახში შესვლას სადაც ქართველი მებრძოლები იმყოფებოდნენ.

მომხდარს UFC-ის დაღესტნელი მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“კავკასიაში მამაკაცის ღირსებას, პატივისცემასა და სტუმართმოყვარეობას აფასებენ. ჩემმა მეგობარმა მხოლოდ ერთი კითხვა დაგისვა — რატომ საუბრობდი მის ზურგს უკან. იმისთვის, რომ თავი კაცად იგრძნო, სხვისი შეურაცხყოფა საჭირო არ არის. ადამიანის ნამდვილი სახე მაშინ ჩანს, როცა გარშემო ხალხი არ არის და სიტუაციაში ჩარევა არავის შეუძლია“, — განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა.

← მთავარი