საზოგადოება
მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ამსტერდამში, ჰააგასა და როტერდამში არეულობა მოეწყო. ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატმა გერტ ვილდერსმა ამ ფაქტს მკვეთრი განცხადებით უპასუხა. მან მოითხოვა მაროკოელი ემიგრანტების ევროპიდან გაძევება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. გავრცელებული ცნობით, კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. მანამდე ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კილიან მბაპეზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას დიქტატორად მიიჩნევს, მოედანზე ის სანიმუშო კაპიტანია. დეშამმა ასევე აღნიშნა, რომ მბაპემ მისი რეკორდი დაამხო ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით.
11 ივლისი, 2026
სპორტი
სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ 2026/27 წლების სეზონისთვის 12 ახალ მოთამაშით გაძლიერდა. გუნდს ორი ლეგიონერი, ორი საფრანგეთიდან დაბრუნებული ქართველი მორაგბე და რვა ქართული კლუბებიდან დაწინაურებული მოთამაშე შეუერთდა. გუნდი ჩელენჯ თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომაზე დაიწყება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. „მამლებმა“ ულაპარაკოდ დაამარცხეს მაროკო და დიდიე დეშამის გუნდი ოქროსკენ სავალ გზაზე შეაჩერებელი მონსტრია. თითქმის მთელი მატჩი ფავორიტმა მეტოქის საჯარიმოსთან გაატარა და უამრავი შანსი შექმნა. მბაპემ და დემბელემ გაიტანეს გოლები, თუმცა მაროკოს მეკარის, იასინ ბონოს შესანიშნავი თამაშით ანგარიში გაცილებით დიდი არ ყოფილა. ერთადერთი, რაზეც ფრანგები შეიძლება ინერვიულონ, კილიან მბაპეს მიკროტრავმაა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის „დინამომ“ კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის „მონდორფი“ მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა. თემურ ქეცბაიას გუნდმა პირველ ტაიმში ორი გოლის უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა ერთი ბურთი შეაგდეს და სხვაობა შეამცირეს. საპასუხო მატჩი 16 ივლისს გაიმართება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ოთხმა კლუბმა ევროთასებზე ასპარეზობა დაიწყო. მიმდინარე ევროსეზონი უმნიშვნელოვანესია, რადგან ევროასპარეზზე დაკარგული ერთი ადგილი უნდა დავიბრუნოთ. იმედი გვაქვს, რომ ოცწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიმე ქართული კლუბი მაინც შეძლებს ევროპალიგის ან კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას. პირველი მატჩების შედეგები იმედისმომცემია, თუმცა ჯერ ადრეა დიდი წარმატებებზე საუბარი.
11 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთში დააკავეს.
11 ივლისი, 2026