საზოგადოება
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება, თუმცა ფინანსური არასტაბილურობა, საცხოვრებლის უქონლობა და ჯანმრთელობის პრობლემები ამ მიზნების განხორციელებაში ხელს უშლის. კვლევამ ასევე გამოავლინა სერიოზული ნაპრალი სასურველ და ფაქტობრივ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს შორის, რაც გენდერული როლების ასიმეტრიასა და საზოგადოებრივ ორმაგ სტანდარტებს უკავშირდება.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოაწყო. ეს ცვლილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებასა და საგზაო უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე საგზაო მონიშვნებიც განახლდა და სატრანსპორტო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კონფერენსლიგაზე ლუქსემბურგულ "მონდორფთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა. ქეცბაიამ აღნიშნა, რომ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის, თუმცა მთავარია, რომ გუნდმა პირველი გასვლითი შეხვედრა მოიგო.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედება „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“. დაკავებული ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკი, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის გამართავს ვორკშოპს - „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს ნანა აბურჯანიძე გაუძღვება. მონაწილეები განიხილავენ ბაზრებზე არსებულ გამოწვევებს, მომხმარებელთა ქცევის ცვლილებებს და გაყიდვების პროცესში სწორი კომუნიკაციის როლს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა. ინციდენტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან კრიტიკა მოყვა, რომელმაც მოუწოდა ხარაგაულის საკრებულოს „უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების საჯაროობა, არ გააყალბოს რეალობის ამსახველი ფოტოები და მედიის წარმომადგენლებისათვის შექმნას ადეკვატური სამუშაო პირობები“.
11 ივლისი, 2026
სპორტი
დადგინდა ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. შემდეგ კი, ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებს საფრანგეთში და შინ ჩაატარებს.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგრადში გამართულ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციას დაესწრო. ღონისძიება მიზნად ისახავდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას და ახალი პლატფორმის შექმნას. კონფერენცია დასრულდა ბელგრადის დეკლარაციის მიღებით, რომელიც ადასტურებს ქვეყნების ერთგულებას ევროპული პერსპექტივისადმი და მხარს უჭერს პარლამენტთაშორის თანამშრომლობას.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. დეკლარაცია საქართველოს მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გააუქმოს შემზღუდავი კანონმდებლობა. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მოსახლეობას მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და არ სცადონ დრონების დამოუკიდებლად ჩამოგდება.
11 ივლისი, 2026