← მთავარი
სპორტი

[რაგბი. ჩელენჯ კაპი] ბრიტანელებთან შინ, ფრანგებთან სტუმრად | Lelo.Ge

10 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[რაგბი. ჩელენჯ კაპი] ბრიტანელებთან შინ, ფრანგებთან სტუმრად | Lelo.Ge

ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი დადგინდა.

ჩვენი გუნდი პირველ მატჩს შინ გამართავს უელსურ „ოსფრიზთან“. თამაში 17 ოქტომბერს, სავარაუდოდ, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

მეორე და მესამე ტურში „შავი ლომი“ საფრანგეთში იმოგზაურებს. 12 დეკემბერს მეტოქე ბექა გიგაშვილის „ტულონი“ იქნება. 10 იანვარს კი, მიხეილ ალანიასა და იოანე იაშაღაშვილის „ვანს“ ვესტუმრებით.

ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩს, 17 იანვარს ისევ შინ ვითამაშებთ, მეტოქე შოტლანდიური ედინბურგი იქნება.

ამ გუნდებიდან „შავ ლომს“ ორთან უთამაშია. „ვანი“ თბილისში 22:19 დავამარცხეთ. „ედინბურგთან“ კი, სტუმრად 15:36 წავაგეთ.

ჩელენჯ კაპი

17 ოქტომბერი შავი ლომი - ოსფრიზი

12 დეკემბერი ტულონი - შავი ლომი

10 იანვარი ვანი - შავი ლომი

17 იანვარი შავი ლომი - ედინბურგი

← მთავარი