საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი ის „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
3 ივლისი, 2026
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე, რომელშიც ერთ-ერთი არასრულწლოვანიც იყო დაკავებული, პირველმა საზოგადოებას მამუკა მდინარაძემ აცნობა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული 16 წლის მოზარდი იყო, რომელსაც თავდაპირველად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალი დაამძიმდა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება დაუმძიმდა, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. 38 წლის სპეციალისტმა ქვეყნის ფეხბურთის მესვეურებთან ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერთადერთი კანდიდატი იურგენ კლოპია, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ვაკანტური პოსტის დასაკავებლად.
3 ივლისი, 2026
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს.
3 ივლისი, 2026
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მ საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრების ჯგუფმა კულტურის მინისტრს ღია წერილით მიმართა და მოითხოვა, რომ ანიმაციური სერიალი „მაშა და დათვი“ ინტერნეტით ნაკადოვანი ჩვენებებიდან ამოიღონ. მიზეზი Netflix-ის გადაწყვეტილება გახდა, შეეძინა სერიალის ახალი სეზონები და გაეფართოებინა მისი ჩვენება 100-ზე მეტ ქვეყანაში.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევის გადადგომამდე ერთი კვირით ადრე, ცხინვალის დე ფაქტო „პრემიერ-მინისტრად“ დაინიშნა მარატ კამბოლოვი, რომელიც ახლა „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი იქნება.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი ის „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის 1/16 ფინალში შვეიცარიამ ალჟირი 2:0 დაამარცხა. მატჩში, სადაც ერთმანეთს ყოფილი და ამჟამინდელი მწვრთნელები დაუპირისპირდნენ, ევროპელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია იოჰან მანზამბის თამაში, რომელმაც პირველი გოლის ეპიზოდში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
3 ივლისი, 2026