პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. კომისრის ოფისმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებამ, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
3 ივლისი, 2026
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს.

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრების ჯგუფმა კულტურის მინისტრს ღია წერილით მიმართა და მოითხოვა, რომ ანიმაციური სერიალი „მაშა და დათვი“ ინტერნეტით ნაკადოვანი ჩვენებებიდან ამოიღონ. მიზეზად დასახელდა სერიალის ზოგიერთი ეპიზოდის პროპაგანდისტული ხასიათი და საბჭოთა სიმბოლოების ნორმალიზების მცდელობა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
პარიზულმა გუნდმა გონსალო რამუშის შემცვლელად ამერიკელი ფლორიან ბალოგუნი შეარჩია. ფეხბურთელს ლიგა 1-ში კარგი სეზონი ჰქონდა, სადაც 30 მატჩში 13 გოლი გაიტანა. პსჟ-ს ბალოგუნის შესაძენად პრემიერ ლიგის გუნდებთან მოუწევს კონკურენცია.
3 ივლისი, 2026
სპორტი
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიასთან წაგების შემდეგ მსაჯობა და VAR-ის სისტემა გააკრიტიკა. მისი თქმით, მსაჯობა ძალიან ცუდი იყო და არც ერთი გადაწყვეტილება არ იყო ხორვატიის სასარგებლოდ. დალიჩმა აღნიშნა, რომ VAR-ი ფეხბურთს ანადგურებს და ემოციებს კლავს, რის გამოც მისი აუცილებლობა აღარ არის.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
The New York Times-ი, ამერიკელ და ახლო აღმოსავლეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ აშშ ირანის ხელისუფლებას ფარულად აფრთხილებდა, თითქოს ისრაელს შესაძლოა, თეირანის მთავარი მომლაპარაკებლების ლიკვიდაცია ეცადა. ვაშინგტონში შიშობდნენ, რომ ისრაელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის და პარლამენტის თავმჯდომარის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის მოკვლას აპირებდა, რამაც შესაძლოა, სამშვიდობო პროცესი დააზიანოს.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს.
3 ივლისი, 2026