← მთავარი
სპორტი

შვეიცარიამ ალჟირი დამაჯერებლად დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა

4 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
შვეიცარიამ ალჟირი დამაჯერებლად დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში შვეიცარიამ ალჟირი 2:0 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც კოლუმბიასა და განას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ბრილ ემბოლომ გახსნა. 46-ე წუთზე კი თავის გამოჩენა დან ნდოიემ მოახერხა და მურატ იაკინის გუნდმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში ალჟირი მთელი ძალით უტევდა, მეტოქის კარში ზუსტი დარტყმაც კი არ ჰქონია. შესაბამისად, ნდოიეს გოლის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა.

ვანკუვერი. „ბი-სი პლეისი“ შვეიცარია - ალჟირი 2:0 გოლები: 1:0 ემბოლო (10), 2:0 ნდოიე (46)

← მთავარი