ზურაბ პეტრიაშვილი 76 წლისა გარდაიცვალა - ადამიანი, ვისი სახელიც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთთან განუყოფელია.
ეს ინტერვიუ ორი წლის წინ ჩავწერე - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდა. მაშინ მეც კარგად ვიცოდი, რომ თურქეთში მძიმე სენს ებრძოდა და რა დასამალია - მინდოდა, რომ ყოფილიყო რესპოდენტი, რომელიც “ჯვაროსნების” წარმატებაზე ისაუბრებდა.
1990 წლის 15 თებერვალს ზურაბ პეტრიაშვილმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებაში უდიდესი როლი ითამაშა. მერეც, როცა არეულობის, ომების და გაჭირვების გამო ქართული ფეხბურთი დაღმართში დაეშვა, იშვიათი ადამიანი იყო, მისი მომავლის რომ სჯეროდა.
სწორედ ამიტომ, რაღაცნაირად მაგონებდა “შერეკილების” ბიძია-ბაბუას - ბავშვური სიწრფელით ხედავდა და გრძნობდა იმ მომავალს, რაზეც “პროფესორები” გულიანად იცინოდნენ.
2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე რომ გავედით, ინტერვიუში ნიშნისმოგებით კი არ დაიწყო საუბარი, ვისაც არ სჯეროდა, ეს ბედნიერება პირველად მათ მიულოცა…
ინტერვიუ
[ინტერვიუ] ზურაბ პეტრიაშვილი: “26 მარტს ვიხილე ერთ მუშტად შეკრული ერი, ამ დღემ 13 მაისი ჩაანაცვლა, ამ პატარა ბიჭებმა საქართველოს არასრულფასოვნების კომპლექსი მოუხსნეს”!..