მსოფლიო
ვენესუელაში, ლა-გუაირაში, მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი 40-წლამდე მამაკაცი, ჰერნან ალბერტო ხილ ფლორესი ამოიყვანეს. ის სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომის ნანგრევებში იყო მოყოლილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.
4 ივლისი, 2026
სამართალი
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 65 წლის პენსიონერი, თამილა კაზალიკაშვილი დაიღუპა. რუსეთის მოქალაქე მძღოლმა, რომელიც საქართველოში მეუღლესთან ერთად რამდენიმე წელია ცხოვრობს, ტროტუარზე მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა. ადვოკატის მტკიცებით, შემთხვევა ტექნიკური შეცდომის ან ავტომობილის გაუმართაობის გამო მოხდა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 65 წლის პენსიონერი, თამილა კაზალიკაშვილი გარდაიცვალა. ავტომობილი, რომელიც ტროტუარზე მიმავალ ქალბატონს დაეჯახა, რუსეთის მოქალაქის მფლობელობაში იყო. მძღოლს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1934 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალში. ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ანგარიში 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ეგვიპტემ იმარჯვა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორი მოგებით გახსნა და გ ჯგუფის ლიდერია. გიორგი ნოზაძის გუნდმა, რომელსაც 7-კაცას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ბელგია და იტალია დაძაბულ ბრძოლებში, ბოლო წუთზე დაამარცხა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის მერვედფინალში გააღწია, თუმცა კაბო ვერდესთან მატჩში მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა გამარჯვება. ლიონელ მესიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, მცველმა ლისანდრო მარტინესმა კი ასევე გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. კაბო ვერდე ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარ აღმოჩენად იქცა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ზურიკო დავითაშვილი, რომელიც საფრანგეთის "სენტ ეტიენში" თამაშობს, ზაფხულში კლუბის შეცვლას გეგმავს. მისით არაერთი გუნდი ინტერესდება, მათ შორის თურქული "ბეშიქთაში" და პორტუგალიური "ბენფიკა". ახლა კი, პორტუგალიურ კლუბებს შორის "სპორტინგიც" გამოჩნდა, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს.
4 ივლისი, 2026
სპორტი
არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კაბო-ვერდე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მეტოქე გუნდი აღიარა და კაბო-ვერდე ძლიერ გუნდად მოიხსენია. მესიმ ხაზი გაუსვა, რომ კაბო-ვერდე ძალიან რთული მეტოქეა და მათი წარმატება შემთხვევითი არ არის.
4 ივლისი, 2026