სპორტი
ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება - "სპორტინგის" კაპიტანი სავარაუდოდ, "ატლეტიკოში" მიდის
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, “ატლეტიკომ” “სპორტინგთან” გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის მორტნ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
გამოცდილი შუახაზელი, რომელიც ლისაბონელთა რიგებში გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა შესაძლო გარიგებას მხოლოდ ერთი ფაქტორი აყოვნებს.
“სპორტინგი” კაპიტნის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა “როხიბლანკოს” 45 მილიონის გადახდა სურს, რასაც ბონუსები დაემატება.
იულმანმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 38 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.