სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკომ“ „სპორტინგთან“ გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. იულმანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა გარიგებას ფასი აყოვნებს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს შეიცვლის. მისით დაინტერესებულია თურქული "ბეშიქთაში", თუმცა Central 90-ის ინფორმაციით, პორტუგალიური "სპორტინგი"-ც აქტიურად მოქმედებს დავითაშვილის ტრანსფერზე, სადაც უკვე თამაშობს გიორგი ქოჩორაშვილი.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, ბათუმურ კლუბს დაუბრუნდა, სადაც მანამდე ორჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ალთუნაშვილი ბოლოს ისრაელის "ჰაპოელში" თამაშობდა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან აღარ დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინგლისურის სწავლება გაძლიერდება მე-10 კლასში, სადაც გაიზრდება შესაბამისი საათების რაოდენობა. ქართულენოვან სკოლებში უცხო ენის შესწავლა მეორე კლასიდან დაიწყება.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო მოუწოდებს პატრონს, 5 დღის ვადაში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი გაჩუქდება.
5 ივლისი, 2026
სპორტი
24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "იბერია 1999-ის" ღირსებას დაიცავს. ის ბოლოს ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობდა, იქამდე კი წყალტუბოს "სამგურალისა" და ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ღირსებას იცავდა. ლადომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა ესპანეთში, სადაც "ესტრემადურაში" ასპარეზობდა, საიდანაც საქართველოში 2022 წელს დაბრუნდა.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა, შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო, რომელიც იურიდიული თვალსაზრისით ბათილია და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი დავით კერესელიძე გუნდის მიმდინარე მდგომარეობაზე, ტრანსფერებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. იგი აღნიშნავს, რომ სუპერთასის მოგება გუნდის სწორ გზაზე განვითარებას აჩვენებს, თუმცა დაცვაში დაშვებულ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერესელიძე ასევე ეხმაურება გულშემატკივართა უკმაყოფილებას ტრანსფერებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესები ყოველთვის არ ჩანს გარედან.
5 ივლისი, 2026