სპორტი
გორის „დილა“ ევროთასების წინ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა. კლუბმა ნორვეგიიდან ფორვარდი, გერმანიიდან და ბელგიიდან ცენტრალური მცველები, სენეგალიდან კი მარცხენა მცველი დაიმატა. სპორტულმა დირექტორმა ზურაბ ხორგუაშვილმა ახალწვეულებსა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს - ერთა თასს 4 ივლისს მონტევიდეოში იწყებს, სადაც მასპინძელ ურუგვაის შეერკინება. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა 23-კაციანი სათამაშო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ვეტერანი კოტე მიქაუტაძე ეროვნული გუნდის კვართით 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ითამაშებს. ასევე, სასტარტო რაზმში ერთი დებიუტანტია - ფრთაზე მოთამაშე რომა მახათაძე.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია თბილისში მომხდარი შემზარავი შემთხვევის შესახებ, როდესაც აზერბაიჯანელი ქალი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პატარაიას თქმით, ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, მოგვიანებით კი მისი ნათესავი მამაკაცი ზრუნავდა მასზე, სანამ გოგონა არ გაქრა.
5 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კაბო-ვერდე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ აფრიკული ნაკრები ლიონელ მესიმაც აღიარა და კაბო-ვერდეს ძლიერი გუნდი უწოდა. მესიმ აღნიშნა, რომ კაბო-ვერდე ძალიან რთული მეტოქეა და შემთხვევითი არ არის, რომ მათ ესპანეთთან ან ურუგვაისთან არ წააგეს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ზურიკო დავითაშვილი, რომელიც საფრანგეთის „სენტ-ეტიენში“ თამაშობს, ზაფხულში კლუბის შეცვლას გეგმავს. მისით „ბეშიქთაშსა“ და „ბენფიკას“ ინტერესი აქვთ, თუმცა ახლა პორტუგალიური „სპორტინგიც“ გამოჩნდა, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს. Central 90-ის ინფორმაციით, „სპორტინგმა“ „სენტ-ეტიენს“ დავითაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორი მოგებით გახსნა და გერმანიაში მიმდინარე ტურნირის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, გ ჯგუფის ლიდერია. გიორგი ნოზაძის გუნდმა, რომელსაც 7-კაცას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ბელგია და იტალია დაძაბულ ბრძოლებში, ბოლო წუთზე დაამარცხა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან აღარ დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება. ამასთან, გაძლიერდება ინგლისური ენის სწავლება მე-10 კლასში, გაიზრდება საათობრივი ბადე.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორიდან, ჭალის დასახლებიდან, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო აცხადებს, რომ თუ პატრონი 5 დღის განმავლობაში არ გამოჩნდება, ძაღლი გაჩუქდება.
5 ივლისი, 2026