სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ზურიკო დავითაშვილის მომავალი კლუბი სავარაუდოდ პორტუგალიური "სპორტინგი" გახდება, სადაც უკვე თამაშობს გიორგი ქოჩორაშვილი. Central 90-ის ინფორმაციით, პორტუგალიურმა კლუბმა "სენტ ეტიენს" უკვე მიმართა და ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
24 წლის ფორვარდი ლადო ჩიხრაძე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "იბერია 1999-ის" ღირსებას დაიცავს. ის ბოლოს ტყიბულის "მეშახტეში" ასპარეზობდა, იქამდე კი წყალტუბოს "სამგურალისა" და ფოთის "კოლხეთი 1913-ის" ღირსებას იცავდა. ლადომ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა ესპანეთში, სადაც "ესტრემადურაში" ასპარეზობდა, საიდანაც საქართველოში 2022 წელს დაბრუნდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი დავით კერესელიძე გუნდის მიმდინარე მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. იგი აღნიშნავს, რომ სუპერთასის მოგება გუნდის სწორ გზაზე განვითარებას აჩვენებს, თუმცა დაცვაში დაშვებულ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერესელიძე ასევე ეხმიანება ახალი ლეგიონერების, ვირჯილ პინსონისა და დინო სკორუპის ტრანსფერებს და ხაზს უსვამს, რომ გუნდის გაძლიერება პრობლემურ პოზიციებზე უკეთესი მოთამაშეების მოყვანას გულისხმობს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმედ დაშავებული მუშის უფლებებს იცავდა. მისი თქმით, კომპანიამ მუშას სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავა, რის შედეგადაც მან ხელი დაკარგა. ადვოკატმა საქმეში უსასყიდლოდ ჩაერთო და კომპანიას სასამართლოში უჩივლა, რის შემდეგაც მასზე ზეწოლა დაიწყო.
5 ივლისი, 2026
სპორტი
გორის „დილა“ ევროთასების წინ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა. გუნდს შეუერთდა ნორვეგიიდან ფორვარდი, გერმანიიდან და ბელგიიდან ცენტრალური მცველები, სენეგალიდან კი მარცხენა მცველი. კლუბის სპორტული დირექტორი ზურაბ ხორგუაშვილი ახალწვეულებზე და გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კაბო-ვერდე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ აფრიკული გუნდი ძლიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ კაბო-ვერდე ძალიან რთული მეტოქეა. მან ასევე ხაზი გაუსვა გუნდის ბრძოლისუნარიანობას და სტანდარტული სიტუაციების მნიშვნელობას.
5 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. პატარაიას თქმით, ეს შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“. სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაქცეულა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
5 ივლისი, 2026