სპორტი
სანდრო ალთუნაშვილი 2028 წლის ბოლომდე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 29 წლის ალთუნაშვილი, რომელიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია, ბათუმურ კლუბს დაუბრუნდა, სადაც მანამდე ორჯერ იზეიმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. მან ბოლოს ისრაელის "ჰაპოელში" ითამაშა, მანამდე კი ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბ "ვოლფსბერგში" ასპარეზობდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორი გამარჯვებით დაიწყო და გერმანიაში მიმდინარე ტურნირის პირველი სათამაშო დღის შემდეგ გ ჯგუფს ლიდერობს. გუნდმა დაძაბულ ბრძოლებში დაამარცხა ბელგია და იტალია.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი დავით კერესელიძე გუნდის მიმდინარე მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ის სუპერთასის მოგებას მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევს, თუმცა დაცვის ხაზში დაშვებულ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერესელიძე ასევე ეხმაურება გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას და ლეგიონერების, კერძოდ, ვირჯილ პინსონის მოყვანის მნიშვნელობაზე საუბრობს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ სკანდალურ საქმეზე, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო მუშამ და ხელი დაკარგა. ადვოკატმა, რომელიც უსასყიდლოდ ჩაერთო საქმეში, კომპანია სასამართლოში უჩივლა და ქონება დაუყადაღა. ამის შემდეგ, მისი თქმით, მასზე ანგარიშსწორება დაიწყო ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან, რის გამოც ლიცენზია შეაჩერებინეს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
გორის „დილა“ ევროთასების წინ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა. კლუბმა ნორვეგიიდან ფორვარდი, გერმანიიდან და ბელგიიდან ცენტრალური მცველები, სენეგალიდან კი მარცხენა მცველი დაიმატა. სპორტულმა დირექტორმა ზურაბ ხორგუაშვილმა ახალწვეულებსა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს - ერთა თასს 4 ივლისს მონტევიდეოში იწყებს, სადაც მასპინძელ ურუგვაის შეერკინება. მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა უკვე დაასახელა 23-კაციანი სათამაშო შემადგენლობა, რომელშიც ერთი დებიუტანტი და ერთი ვეტერანი მორაგბე ითამაშებს. კერძოდ, 35 წლის კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ნაკრებში 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ არ უთამაშია, სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. პატარაიას თქმით, შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“, რადგან ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა და შემდეგ ნათესავმა მამაკაცმა იკისრა მასზე ზრუნვა, თუმცა მოგვიანებით გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაქცეულა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. პატარაიას ორგანიზაცია „საფარი“ პროკურატურას დახმარებას სთავაზობს და საქმეში ჩართვას ითხოვს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორი მოგებით გახსნა და გერმანიაში მიმდინარე ტურნირის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, გ ჯგუფის ლიდერია. გიორგი ნოზაძის გუნდმა, რომელსაც 7-კაცას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ბელგია და იტალია დაძაბულ ბრძოლებში, ბოლო წუთზე დაამარცხა.
5 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. ამის შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
5 ივლისი, 2026