სპორტი
კილიან მბაპეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი და საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ფრანგებმა 90-წუთიანი ომი გამოიარეს და მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად მსუბუქი და შედეგიანი თამაში არ გამოუვიდათ, მაინც დამსახურებულად იმარჯვეს. პარაგვაიმ, რომელიც სუფთა ფეხბურთში საფრანგეთს ვერ აჯობებდა, შეხვედრის განმავლობაში იაფფასიანი პროვოკაციებით სცადა მეტოქის შეჩერება.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, შემადგენლობა უცვლელი დატოვა, მატჩს მიღმა კი ვილი ისიანი, სანდრო სანაძე და გიორგი კობახიძე რჩებიან. ნაკრები ხვალ დილას კიდევ ერთ, მსუბუქ ვარჯიშს გამართავს.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს და პატრონის გამოჩენას ელოდება. თუ ძაღლის პატრონი 5 დღის ვადაში არ გამოჩნდება, ცხოველი გაჩუქდება.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში აზერბაიჯანელი ქალი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პატარაიას თქმით, ეს შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“, რადგან ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოტყუებით ჩამოიყვანა, მოგვიანებით კი მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ნათესავმა მამაკაცმა აიღო.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" სატრანსფერო აკრძალვის მოხსნის შემდეგ კიდევ ერთი, ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი, დირკ კარლსონი დაიმატა. 28 წლის მცველს, რომელსაც 73 მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული, კლუბთან 2027 წლის ბოლომდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ბრაზილიელი ფორვარდის, მაურიდესის გადმოსვლაზე.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და ცხინვალს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა და ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" "სპორტინგთან" გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. იულმანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა ტრანსფერს მხოლოდ ერთი ფაქტორი აყოვნებს.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკომ“ „სპორტინგთან“ გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. გამოცდილი შუახაზელი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა. ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა, რის შედეგადაც დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
5 ივლისი, 2026