← მთავარი
სპორტი

ყირგიზეთში წასული მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე: "სწორი სელექცია, მეთოდოლოგია, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და კიდევ ბევრი რამ გვჭირდება"

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ყირგიზეთში წასული მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე:

“ლელოს” მკითხველმა უკვე იცის, რომ ლაშა ჭაღიაშვილმა თბილისის “დინამოს” აკადემია დატოვა და ყირგიზეთის ჩემპიონი “ბარსი” ჩაიბარა, რომელსაც აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაუძღვება.

რა ხდება ასეთი ამ აზიურ ქვეყანაში, რომელმაც ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები ასე მასობრივად მიიზიდა?

ამას გარდა სპეციალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში სხვადასხვა დონეზე საქმიანობდა და ბევრი საინტერესო მოთამაშეც აღზარდა, გვიზიარებს თავის სატკივარს იმაზე, თუ რა სჭირს ქართულ საკლუბო ფეხბურთს და რა პრობლემებს ხედავს…

ჩემპიონის გაწვრთნა ძალიან დიდი მოტივაცია იყო…

ამასთან, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლევან გვანცელაძე, რომელიც, ვფიქრობ, ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯერია საქართველოში აკადემიების მიმართულებით, ის ნამდვილად გამორჩეულია თავისი ხედვებით და მიდგომებით…

დიდი მადლობა გია ისიანს და ვოვა მუსერიძეს, ეს ადამიანიები ფლობენ უდიდეს გამოცდილებას! მადლობა თოთოეულ იმ ადამიანს, ვისთანაც მომიწია თანამშრომლობა და ურთიერთობა.

აქვე მინდა ავღნიშნო ის პერიოდი, რომელიც საფეხბურთო სკოლა “გრანდში” გავატარე. მინდა, დიდი პატივისცემით მადლობა გადავუხადო ოთო კაკაბაძეს, ის ნამდვილად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ “გრანდ-თბილისი” საუკეთესო საფეხბურთო სკოლა იყოს…

ახლა რაც შეეხება ჩემს ყირგიზეთში წამოსვლას… ეს ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის, შეთავაზება მივიღე ისეთი კლუბისგან, რომელიც გასული წლის ჩემპიონია, გააჩნია კონკრეტული ამოცანები, მიზნები და ხედვები, რისთვისაც ქმნიან ყველანაირ პირობას.

საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის და ამიტომაც წამოვედი, დიდ ფეხბურთში დაბრუნება მინდოდა, საკუთარ თავზე მუდმივად ვმუშაობდი და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, რისთვისაც მადლობას გადავუხდი ნიკა ხაბეიშვილს, აქვეა გიორგი პაპუაშვილი, რომელიც ყველაფერში გვერდში მიდგას, რომ ადაპტაცია სწრაფად შევძლო.

სახელმწიფოსგან ძალიან დიდი მხარდაჭერაა…

სტაბილურობის და განცდის შექმნა გვჭირდება

ყველაფერი ერთმანეთან კავშირშია. ვიმეორებ, საკითხი კომპლექსურია - სწორი სელექცია, მეთოდოლოგია, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და ასე შემდეგ, რაც შეიძლება მეტი აკადემიის შექმნა სხვადასხვა რეგიონებში.

← მთავარი