საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელსაც ქართველი ბიზნესმენი მაკა ასათიანი ფლობს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუღებს. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ქუჩის წვეულებები, კონცერტები და ფეიერვერკებია დაგეგმილი. მაღალი ტემპერატურის გამო, აღმოსავლეთ სანაპიროზე ზოგიერთი აქტივობა შეიცვალა, ხოლო ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული აღლუმი სრულად გაუქმდა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 0.1%-იან ზრდას ნიშნავს. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა მოახდინა ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ, ხოლო კავშირგაბმულობის ფასები შემცირდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
კილიან მბაპეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი და საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ფრანგებმა 90-წუთიანი ომი გამოიარეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გამოუვიდათ ძველებურად მსუბუქი და შედეგიანი თამაში, მაინც დამსახურებულად იმარჯვეს. პარაგვაის ნაკრები, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში იაფფასიან პროვოკაციებს სჩადიოდა, სუფთა ფეხბურთში საფრანგეთს ვერ აჯობებდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაი 41:34 დაამარცხა. ჩვენი გუნდის მწვრთნელის პოსტზე პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი წარმატებული გამოდგა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში პარაგვაი 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. მიუხედავად 37-გრადუსიანი სიცხისა, თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. შესვენების შემდეგ ფრანგებმა შეუტიეს, ხოლო მბაპემ პენალტით თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. საფრანგეთი 9 ივლისს, მეოთხედფინალში მაროკოს შეხვდება.
5 ივლისი, 2026
სპორტი
20-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი 6-12 ივლისს სკოპიეში გაიმართება. საქართველო სამივე დისციპლინაში წარსდგება, თუმცა ვაჟთა გუნდები სრულად დაკომპლექტებული იქნებიან, გოგონათა გუნდში კი მხოლოდ სამი მონაწილე ეყოლება. შარშანდელმა ნაკრებებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
5 ივლისის ასტროლოგიური ფონი გამოირჩევა მზარდი დინამიკითა და ახალი იდეების გენერირების ძლიერი იმპულსით. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს აქტიურ სოციალურ კავშირებს, ინტელექტუალურ გაცვლასა და შემოქმედებითი ჩანაფიქრების რეალიზებას. კოსმოსური ვიბრაციები გვიბიძგებენ, რომ უშიშრად გადავდგათ ნაბიჯები სიახლეებისკენ და უარი ვთქვათ ძველ, შემზღუდველ ჩარჩოებზე.
5 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმედ დაშავებულ მუშას იცავდა. მისი თქმით, კომპანიამ მუშას არასამუშაო დღეს, სიცოცხლისთვის საშიშ დანადგარზე ამუშავა, რის შედეგადაც მან ხელი დაკარგა. ადვოკატმა საქმეში უსასყიდლოდ ჩაერთო და კომპანიას სასამართლოში უჩივლა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
5 ივლისის ასტროლოგიური ფონი გამოირჩევა მზარდი დინამიკითა და ახალი იდეების გენერირების ძლიერი იმპულსით. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს აქტიურ სოციალურ კავშირებს, ინტელექტუალურ გაცვლასა და შემოქმედებითი ჩანაფიქრების რეალიზებას. კოსმოსური ვიბრაციები გვიბიძგებენ, რომ უშიშრად გადავდგათ ნაბიჯები სიახლეებისკენ და უარი ვთქვათ ძველ, შემზღუდველ ჩარჩოებზე.
5 ივლისი, 2026