განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
მსოფლიო

აიათოლა ხამენეის დაკრძალვის პირველი დღე. მოჯთაბა ხამენეი კვლავ არ გამოჩენილა

თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიები დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით, ექვსდღიან სამგლოვიარო პროცესში 20 მილიონამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, გამოჩნდება თუ არა საჯაროდ ხამენეის ვაჟი და სავარაუდო მემკვიდრე, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც თავდასხმის შემდეგ არ გამოჩენილა.

5 ივლისი, 2026
სამართალი

პოლიციამ ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - შს სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, ვაშლიჯვარში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა 4 ივლისს მოხდა, როდესაც საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და მათი სიცოცხლე საფრთხეში არ არის.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] კანადა 0:3 მაროკო. უნაიმ კანადას ოცნება მოუკლა | Lelo.Ge

მსოფლიო თასის მერვედფინალურ მატჩში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა. აზედინ უნაიმ დუბლი შეასრულა და გუნდს მეოთხედფინალში გასვლა მოაპოვებინა. კანადელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, თუმცა მაროკომ თამაშის მსვლელობა დაამშვიდა და სამი გოლი გაიტანა.

5 ივლისი, 2026
სპორტი

გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგა. მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, შემადგენლობა უცვლელი დატოვა და მატჩის მიღმა ვილი ისიანი, სანდრო სანაძე და გიორგი კობახიძე დატოვა. ნაკრები ხვალ დილას კიდევ ერთ, მსუბუქ ვარჯიშს გამართავს.

5 ივლისი, 2026
საზოგადოება

2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ იქონია გავლენა. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] პარაგვაი 0:1 საფრანგეთი. "მამლები" გაილახნენ და გავიდნენ, ანუ როცა მბაპე მესის ტოლია...

კილიან მბაპეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი და საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ფრანგებმა 90-წუთიანი ომი გამოიარეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გამოუვიდათ ძველებურად მსუბუქი და შედეგიანი თამაში, მაინც დამსახურებულად იმარჯვეს. პარაგვაის გუნდი, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში იაფფასიან პროვოკაციებს სჩადიოდა, სუფთა ფეხბურთში საფრანგეთს ვერ აჯობებდა.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. U20] ვაჟებში სრულად, გოგონებში სამეულით...

20-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი 6-12 ივლისს სკოპიეში გაიმართება. საქართველო სამივე დისციპლინაში წარსდგება, თუმცა ვაჟთა გუნდები სრულად დაკომპლექტებული იქნებიან, გოგონათა გუნდში კი მხოლოდ სამი მონაწილე ეყოლება. შარშანდელმა ნაკრებებმა დიდი წარმატებით იჭიდავეს.

5 ივლისი, 2026
სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო

მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაი 41:34 დაამარცხა. ჩვენი გუნდის მწვრთნელის პოსტზე პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

5 ივლისი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს განაცხადა, რომ ბრალდებული „ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა“.

5 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] პარაგვაი 0:1 საფრანგეთი. "მამლები" გაილახნენ და გავიდნენ, ანუ როცა მბაპე მესის ტოლია...

კილიან მბაპეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი და საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ფრანგებმა 90-წუთიანი ომი გამოიარეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გამოუვიდათ ძველებურად მსუბუქი და შედეგიანი თამაში, მაინც დამსახურებულად იმარჯვეს. მატჩის განმავლობაში პარაგვაის გუნდი პროვოკაციულად თამაშობდა, რადგან მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ სუფთა ფეხბურთში საფრანგეთს ვერ აჯობებდნენ.

5 ივლისი, 2026