← მთავარი
სპორტი

"ყველაფერი თქვენი თვალით დაინახეთ. ამის სათადარიგოთა სკამიდან ყურება უფრო რთული იყო" - შერკი

5 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა რაიან შერკიმ პარაგვაისთან (1:0) გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

შერკის თქმით, მისთვის მსაჯის გადაწყვეტილებები გაუგებარი იყო.

“მსაჯის გადაწყვეტილებები? ამაზე სჯობს იმ ფეხბურთელებს ჰკითხოთ, რომლებმაც უფრო მეტი ითამაშეს. მე მატჩის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამიდან ვუყურე (შერკი მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა) დამიჯერეთ, ეს უფრო რთული იყო

ვინც მთელი მატჩი ითამაშა, პირველიდან ბოლო წუთამდე ნამდვილი მებრძოლები იყვნენ. ის, რასაც ამ პირობებში მივაღწიეთ, წარმოუდგენელია.

სათქმელი არაფერი მაქვს, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეთ. რამდენი ჯარიმა იყო 30, 40? და რამდენი ყვითელი ბარათი? მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ მეოთხედფინალში გავედით”, - განაცხადა შერკიმ.

შეგახსენებთ, საფრანგეთი 9 ივლისს, მეოთხედფინალში მაროკოს შეხვდება.

← მთავარი