← მთავარი
სპორტი

ბულგარელი მცველი ქუთაისის "ტორპედოში" | Lelo.Ge

5 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ბულგარელი მცველი ქუთაისის

ქუთაისის “ტორპედოში” ბოლო დროს ბევრი სატრანსფერო სიახლეა. ხორვატი საყრდენი ნახევარმცველის, დინო სკორუპისა და ფრანგი შემტევის, ვირჯილ პინსონის შემდეგ გუნდი ბულგარელ ფეხბურთელს იმატებს.

საუბარია მატეო სტამატოვზე - 27 წლის მარცხენა მცველზე, რომელიც 2011-2018 წლებში “ესპანიოლის” საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა.

უთამაშია “ლევსკიში”, “ორენბურგში”, “ნიჟნი ნოვგოროდში”, ბოლოს კი სოფიას “სეპტემვრის” ღირსებას იცავდა. სტამატოვი რამდენჯერმე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, თუმცა არ უთამაშია.

ცნობილი ხდება ისიც, რომ დანიური “ვეილედან” წამოსული ლუკა ლაცაბიძეც ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს, რაზეც “ლელო” უკვე წერდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ცენტრალური მცველი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. მისი ტრანსფერი ეკუთვნის დონეცკის “შახტარს”, რომელმაც ლაცაბიძე ერთწლიანი იჯარით გაუშვა.

← მთავარი