განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

„სიტიმ“ ანდერსონი შეიძინა. 2026 წლის ზაფხულის TOP10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი | Lelo.Ge

„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა ნახევარმცველ ელიოტ ანდერსონის ტრანსფერი „ნოტინგემიდან“. 23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება, უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის თანხამ 135 მილიონი ევრო შეადგინა, რაც მას ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ აქცევს.

6 ივლისი, 2026
სპორტი

ზომერი და სამი ვეტერანი წავიდნენ. „ინტერმა“ 37 წლის მხითარიანთან კონტრაქტი გააგრძელა | Lelo.Ge

იტალიის ჩემპიონმა „ინტერმა“ რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის შესახებ გამოაცხადა. ახალი სეზონიდან მილანურ კლუბში არ ითამაშებს შვეიცარიის ნაკრების ყოფილი მეკარე იან ზომერი. ამასობაში, „ინტერმა“ კონტრაქტი გაახანგრძლივა ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანთან.

6 ივლისი, 2026
სპორტი

“ეს დასასრულია” - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წავიდა

ბრაზილიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალიდან ნორვეგიასთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. მატჩის შემდეგ გუნდის ვარსკვლავმა ნეიმარმა განაცხადა, რომ ეს მისი დასასრულია ნაკრებში და აღარ ითამაშებს. ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 80 გატანილი გოლით 130 მატჩში.

6 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] მუნდიალის ყველაზე დრამატული მატჩი - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ინგლისმა მექსიკა 3:2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელთა მცველი ქუანსა 54-ე წუთზე გააძევეს, გუნდმა მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება. ინგლისი მეოთხედფინალში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

6 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.

6 ივლისი, 2026
სპორტი

„ბარსელონამ“ კეინზე მუშაობა დაიწყო | Lelo.Ge

„ბარსელონა“ ინგლისის ნაკრების კაპიტნის, ჰარი კეინის ტრანსფერის შესაძლებლობას სწავლობს. კატალონური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის გარემოცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეინს „ბაიერნთან“ კონტრაქტით ერთი წელი რჩება, „ბარსელონა“ მზადაა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაააქტიუროს მუშაობა, თუ სატრანსფერო პირობები უფრო მისაღები გახდება.

6 ივლისი, 2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ადამიანის პარტნიორი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობაში

მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში, გაეროს გლობალურ დიალოგზე განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) უნდა გახდეს ადამიანის პარტნიორი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობაში. მისი თქმით, AI-ის მომავალი თაობების სამსახურში დაყენება და ეგზისტენციალური რისკების პრევენცია გადამწყვეტია ციფრული მომავლისთვის.

6 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად დავგმოთ ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ დაგმო. მისი თქმით, ეს დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და მოსკოვის მცდელობაა, განამტკიცოს ოკუპაცია და ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიას.

6 ივლისი, 2026
საზოგადოება

7 ივლისს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებების მოწყობის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების გამოყენებისკენ მოუწოდებს. ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობასაც.

6 ივლისი, 2026
მსოფლიო

"რუსი ტერორისტები მძინარე მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, ერთ-ერთ რაიონში ნანგრევებიდან მთელი ოჯახი ამოიყვანეს" - ანდრეი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ რუსი ტერორისტები მძინარე მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთ-ერთ რაიონში ნანგრევებიდან მთელი ოჯახი ამოიყვანეს. მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა ათობით ბალისტიკური რაკეტით, რომლის მიზანიც მსხვერპლის მაქსიმალურად გაზრდა იყო.

6 ივლისი, 2026