სპორტი
ფიფამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და აშშ-ს ნაკრების ფეხბურთელ ფოლარინ ბალოგუნს, ბოსნიასთან მეოთხედფინალში მიღებული წითელი ბარათი გაუუქმა. ეს გადაწყვეტილება ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა და ფიფას განცხადებით, ის კოდექსის 27-ე მუხლის მიხედვით იქნა მიღებული, ბალოგუნის დისკვალიფიკაცია კი ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით შეჩერდა.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, მსხვერპლი საქართველოში შეყვარებულმა მოტყუებით ჩამოიყვანა, მოგვიანებით კი მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა ნათესავმა მამაკაცმა აიღო. პატარაია ამ შემთხვევას „შემზარავ ფემიციდს“ უწოდებს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა ნახევარმცველ ელიოტ ანდერსონის ტრანსფერი „ნოტინგემიდან“. 23 წლის ფეხბურთელის გარიგების თანხა, არაოფიციალური ინფორმაციით, 135 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მას ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ აქცევს.
6 ივლისი, 2026
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მილუოკში, ლოს-ანჯელესში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში, ქუჩის წვეულებები, კონცერტები და ფეიერვერკებია დაგეგმილი. მაღალი ტემპერატურის გამო, აღმოსავლეთ სანაპიროზე ზოგიერთი აქტივობა შეიცვალა, ხოლო ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული აღლუმი სრულად გაუქმდა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
იტალიის ჩემპიონმა „ინტერმა“ რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის შესახებ გამოაცხადა. ახალი სეზონიდან მილანურ კლუბში არ ითამაშებს შვეიცარიის ნაკრების ყოფილი მეკარე იან ზომერი, ასევე სამი ვეტერანი მცველი. ამასობაში, კლუბმა კონტრაქტი გაახანგრძლივა ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანთან.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ბრაზილიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალიდან ნორვეგიასთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. მატჩის შემდეგ გუნდის ვარსკვლავმა ნეიმარმა განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო თამაში იყო ნაკრებში და აღარ ითამაშებს. ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
6 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ისინი 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო.
6 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრებისა და "სპორტინგის" 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ბერძნული გუნდების, "პაოკისა" და "პანათინაიკოსის" ინტერესის სფეროში მოექცა. ორივე კლუბი მზადაა ფეხბურთელი იჯარით აიყვანოს და შემდეგ გამოსყიდვის ვალდებულებაც აიღოს. თუმცა, ქართველ ფეხბურთელს სხვა გეგმები აქვს და ესპანეთში დაბრუნება სურს.
6 ივლისი, 2026
მსოფლიო
დმიტრი მედვედევის „ტელეგრამ“-არხზე ტალახში ჩაწოლილი ღორის ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეო, რომელიც მედვედევის არხზე გამოჩნდა, აღებულია „ინსტაგრამის“ ანგარიშიდან floppythepig, სადაც ღორ ფლოპის (Floppy) ცხოვრებიდან სხვადასხვა ისტორია ქვეყნდება. მედვედევს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
6 ივლისი, 2026