სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია.
6 ივლისი, 2026
სპორტი
„ბარსელონა“ ინგლისის ნაკრების კაპიტნის, ჰარი კეინის ტრანსფერის შესაძლებლობას სწავლობს. კატალონური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის გარემოცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეინს „ბაიერნთან“ კონტრაქტით ერთი წელი რჩება, „ბარსელონა“ მზადაა, სატრანსფერო პირობების მისაღები გახდომის შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აქტიურად დაიწყოს მუშაობა.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, მოგვიანებით კი ნათესავმა მამაკაცმა იზრუნა მასზე, თუმცა საბოლოოდ ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
პატარაიას განცხადებით, სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაიქცა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ორგანიზაცია „საფარი“ პროკურატურას დახმარებას სთხოვს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა ნახევარმცველ ელიოტ ანდერსონის ტრანსფერი „ნოტინგემიდან“. 23 წლის ფეხბურთელის გარიგების თანხა, არაოფიციალური ინფორმაციით, 135 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მას ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ აქცევს. ეს ტრანსფერი ასევე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა.
6 ივლისი, 2026
მსოფლიო
2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ქუჩის წვეულებები, კონცერტები და ფეიერვერკებია დაგეგმილი. თუმცა, მაღალი ტემპერატურის გამო, ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული აღლუმი სრულად გაუქმდა.
6 ივლისი, 2026
მსოფლიო
დმიტრი მედვედევის „ტელეგრამ“-არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ტალახის გუბეში ჩაწოლილი ღორია აღბეჭდილი. ვიდეოს თანმხლები წარწერა არ ახლდა და იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. მედვედევს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ავტოიმპორტიორი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიზნესის გარკვეულ წარმომადგენლებს ლობირებს და ავტობიზნესში ზეწოლას ახორციელებს. მისი თქმით, მთავრობა მოწონებას მაშინ იჩენს, როცა ბიზნესმენი უკანონო და არაკაცურ დავალებებს ასრულებს, რაზეც თავად უარს ამბობს. ბარკალაია ასევე აღნიშნავს, რომ დუბაიდან ავტომობილების იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურება.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პლასტმასის ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების აკრძალვა ძალაში 2027 წლის 1-ელი იანვრიდან შევა, ხოლო ერთჯერადი ჭიქების გამოყენების აკრძალვის ვადა 2027 წლის 1-ელი ივლისამდე გადაიდო. ეს ცვლილება შეეხება საქართველოს მთავრობის 2022 წლის №304 დადგენილებას.
6 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში განხორციელდა. ამჟამად დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
6 ივლისი, 2026