განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

რა უნდა ვიცოდეთ დიდი მოცულობის ვალუტის გადაცვლისას?

დიდი მოცულობის თანხის ვალუტის გადაცვლა მოითხოვს მეტ ყურადღებას და დაგეგმვას, რადგან გაცვლითი კურსის მცირე ცვლილებამაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგი გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია სანდო და ლიცენზირებული ფინანსური ორგანიზაციის შერჩევა, ვალუტის კურსის ტენდენციების დაკვირვება და კონვერტაციის სტრატეგიული დაგეგმვა.

6 ივლისი, 2026
მსოფლიო

2026 წლის 4 ივლისს, აშშ დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს აღნიშნავს - ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი სიცხის გამო გაუქმდა

2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ქუჩის წვეულებები, კონცერტები და ფეიერვერკებია დაგეგმილი. თუმცა, მაღალი ტემპერატურის გამო, აღმოსავლეთ სანაპიროზე ზოგიერთი აქტივობა შეიცვალა, ხოლო ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული აღლუმი სრულად გაუქმდა.

6 ივლისი, 2026
სპორტი

„პარი სენ-ჟერმენი“ ვერბრიუგენით ინტერესდება | Lelo.Ge

„ბრაიტონისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მეკარე ბარტ ვერბრიუგენი შესაძლოა ევროპულ გრანდში გადავიდეს. მისით „პარი სენ-ჟერმენი“, „ბაიერნი“, „ჩელსი“ და „არსენალი“ ინტერესდებიან, თუმცა მთავარი პრეტენდენტი მილანის „ინტერია“.

6 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] მუნდიალის ყველაზე დრამატული მატჩი - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ინგლისმა მექსიკა 3:2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელთა მცველი ქუანსა 54-ე წუთზე გააძევეს, გუნდმა მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება. ინგლისი მეოთხედფინალში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

6 ივლისი, 2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირების შემდეგ, ორი მომიტინგე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.

6 ივლისი, 2026
მსოფლიო

დმიტრი მედვედევის „ტელეგრამ“-არხზე ტალახში ჩაწოლილი ღორის ვიდეო გამოქვეყნდა

დმიტრი მედვედევის „ტელეგრამ“-არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ტალახის გუბეში ჩაწოლილი ღორია აღბეჭდილი. ვიდეოს თანმხლები წარწერა არ ახლდა და იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. მედვედევს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

6 ივლისი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

6 ივლისი, 2026
საზოგადოება

ბაია პატარაიას ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ქალი თბილისში ‘ფემიციდს’ ემსხვერპლა

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. პატარაიას თქმით, შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“, რადგან ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა და შემდეგ მისმა ნათესავმა მამაკაცმა მოკლა. სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაქცეულა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

6 ივლისი, 2026
სპორტი

ტროსარი „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს | Lelo.Ge

თურქული „ბეშიქთაში“ ამზადებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მგზავრობას ბელგიელ ლეანდრო ტროსართან პირადი კონტრაქტის პირობებზე მოსალაპარაკებლად. თურქული კლუბი უკვე მოელაპარაკა „არსენალს“ 31 წლის გარემარბის ტრანსფერზე, გარიგების თანხა 18 მილიონ ევროს შეადგენს.

6 ივლისი, 2026
სპორტი

“ეს დასასრულია” - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წავიდა

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა ნორვეგიასთან მარცხის შემდეგ. მატჩის შემდეგ გუნდის ვარსკვლავმა ნეიმარმა განაცხადა, რომ ეს მისი დასასრულია ნაკრებში და აღარ ითამაშებს. ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

6 ივლისი, 2026