განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჰამბურგის ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა. ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის მოგების შემდეგ, ფლეი-ოფის სამივე შეხვედრა ბრძოლაში დათმო. გუნდი მეორე ეტაპზე ხორვატიაში, სპლიტში ითამაშებს.

6 ივლისი, 2026
მსოფლიო

პუტინმა ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და 1სთ და 25 წუთი ისაუბრეს

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. საუბრისას პრეზიდენტები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს შეეხნენ, მათ შორის ტრამპის ნატოს სამიტში მონაწილეობის გეგმების კონტექსტში. პუტინმა ასევე ისაუბრა „პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების უპირატესობაზე“, თუმცა „რუსეთის პრინციპული მიდგომების“ გათვალისწინებით.

6 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] ბრაზილია 1:2 ნორვეგია. ჰალანდმა კერპები შემუსრა! ნორვეგიული წყევლა ბრაზილიისთვის...

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ნორვეგიამ ბრაზილია დაამარცხა. ერლინგ ჰალანდის დუბლმა ბრაზილიელები ტურნირიდან გამოთიშა. ნორვეგიელები თამაშის უმეტესი ნაწილი უკეთესად გამოიყურებოდნენ და დამსახურებულად მოიპოვეს გამარჯვება.

6 ივლისი, 2026
სპორტი

ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო

ესპანური მედია გამოეხმაურა საქართველოს ნაკრებთან ესპანეთის ნაკრების მარცხს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში. გამოცემებმა ხაზი გაუსვეს თორნიკე შენგელიასა და ჯორდან რიდის შესანიშნავ თამაშს, რომლებმაც გუნდს გამარჯვებისკენ უხელმძღვანელეს. ასევე, მედია მიიჩნევს, რომ მსაჯობა მიკერძოებული იყო.

6 ივლისი, 2026
სპორტი

[ძალოსნობა] მსოფლიოზე ექვსი სპორტსმენით | Lelo.Ge

კოლუმბიაში 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, რომელიც 6 დღე გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები ექვსი სპორტსმენით მონაწილეობს და შეჯიბრებას 8 ივლისს დაიწყებს.

6 ივლისი, 2026
მსოფლიო

რუსეთის შეტევები ფრონტზე პრაქტიკულად ნულოვან შედეგს იძლევა, უკრაინის წარმატებები კი საჭირო პირობებს ქმნის ომის დასასრულებლად - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მისი თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა. ვენსის შეფასებით, 2023 წლის ზაფხულის მასშტაბური კონტრშეტევა „სტრატეგიული და ტაქტიკური კატასტროფა“ აღმოჩნდა.

6 ივლისი, 2026
სპორტი

სადებიუტო მუნდიალზე რეკორდმენს გაუთანაბრდა - ჰოლანს მუნდიალზე ვერ აჩერებენ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ნორვეგიის ნაკრებმა ერლინგ ჰოლანის დუბლით ბრაზილიას 2:1 სძლია. "სიტის" 25 წლის ფორვარდისთვის ეს მუნდიალი სადებიუტოა და მან უკვე 7 გოლი გაიტანა, რითიც 1974 წელს პოლონელი გრეგორჟ ლატოს დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ ჰოლანი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მეტოქის კარს მინიმუმ ერთხელ კიდევ აიღებს, ის სადებიუტო მუნდიალზე ყველაზე მეტი გოლი გამტანი ფეხბურთელი გახდება.

6 ივლისი, 2026
სპორტი

ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა

თურქული გუნდები "ბეშიქთაში" და "ფენერბაჰჩე" "ნაპოლის" 33 წლის ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. "პარტენოპეი" მზადაა, გუნდის თავდამსხმელს, რომელთანაც ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაუფუჭდათ, 10 მილიონ ევროდ შეელიოს.

6 ივლისი, 2026
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევი დე ფაქტო „პრეზიდენტის“ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.

6 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.

6 ივლისი, 2026