საზოგადოება
8 წლის ავთუკა თავართქილაძე საავადმყოფოში 82-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მას რამდენიმე თვის წინ თავში სისხლჩაქცევების გამო ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვის ბაბუა სოციალურ ქსელში ყვება, რომ ავთუკა სკოლაში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს და თავში სისხლჩაქცევა დაუდგინდა.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. გაგლოევის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ავტოიმპორტიორი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიზნესის გარკვეულ წარმომადგენლებს ლობირებს და ავტობიზნესში ზეწოლას ახორციელებს. მისი თქმით, მთავრობა მოწონებას მაშინ იჩენს, როცა ბიზნესმენი უკანონო და არაკაცურ დავალებებს ასრულებს. ბარკალაია ასევე აღნიშნავს, რომ დუბაიდან ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა, რაც მის საქმიანობას აფერხებს.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. კომისრის ოფისმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მოვლენები ადამიანის უფლებების თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელსაც მაკა ასათიანი ფლობს და ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუღებს. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას და 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობის შექმნას.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
დედოფლისწყაროში სქროლით გადაადგილებისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც გზაჯვარედინზე ავტომობილი ორ მოზარდს შეეჯახა, რომლებიც სქროლით გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთი მოზარდი მძიმედ დაშავდა და მიუხედავად ჩატარებული ოპერაციისა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
აშშ-ის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ფოლარინ ბალოგუნი, რომელიც ბოსნიასთან მატჩში გააძევეს, ბელგიასთან მერვედფინალურ შეხვედრაში ითამაშებს. ფიფა-მ გამოიყენა კოდექსის 27-ე მუხლი, რომელიც უფლებას იძლევა, გამოსაცდელი ვადით, სრულად ან ნაწილობრივ, შეჩერდეს მოედანზე მიღებული სადისციპლინო ზომის აღსრულება.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს 2-3 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ორმა ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რითაც უზბეკეთი გახდა მეორე ცენტრალური აზიის ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს მსგავსი შეთანხმება აქვს. ვიზიტისას გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
აშშ-ის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ფოლარინ ბალოგუნი, რომელიც ბოსნიასთან მატჩში გააძევეს, ბელგიასთან მერვედფინალურ შეხვედრაში ითამაშებს. ფიფა-მ გამოიყენა კოდექსის 27-ე მუხლი, რომელიც უფლებას იძლევა, გამოსაცდელი ვადით, სრულად ან ნაწილობრივ, შეჩერდეს მოედანზე მიღებული სადისციპლინო ზომის აღსრულება. კომიტეტმა აღნიშნა, რომ "მატჩის გამოტოვების სასჯელის აღსრულება შეჩერებულია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით".
6 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანური მედია გამოეხმაურა საქართველოს ნაკრებთან ესპანეთის ნაკრების მარცხს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში. გამოცემებმა ხაზი გაუსვეს თორნიკე შენგელიასა და ჯორდან რიდის შესანიშნავ თამაშს და აღნიშნეს, რომ ესპანეთი 22 ქულით იყო დაწინაურებული. ასევე, მედია მიკერძოებულ მსაჯობაზეც საუბრობს.
6 ივლისი, 2026