← მთავარი
სპორტი

[რაგბი. U20] ჯგუფში, ურუგვაისთან ბოლო მატჩის წინ | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[რაგბი. U20] ჯგუფში, ურუგვაისთან ბოლო მატჩის წინ | Lelo.Ge

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ხვალ, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩს გამართავს. მეტოქე ურუგვაის ნაკრებია, რომელმაც ჩვენი გუნდის მსგავსად ორივე მატჩი წააგო.

უმცროს ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში შვიდი ცვლილება განახორციელა - ორი უკანა ხაზში და ხუთი შერკინებაში.

მორკინალებიდან დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს გუნდის კაპიტანმა, მესამეხაზელმა ლუკა ნარსიამ, ასევე მესამეხაზელმა მიხეილ შიოშვილმა და მეორეხაზელმა გიორგი მეფარიშვილმა. სამხრეთაფრიკელებთან სათადარიგოთა შორის იყვნენ და ახლა დამწყებთა შორის არიან შერკინების ბურჯი ნიკოლოზ ბალანჩივაძე, შერკინების კვაჭი დავით არჩვაძე, მეორეხაზელი ანდრია ბილანიშვილი და მესამეხაზელი ირაკლი ყოლბაია, ხოლო შერკინების მარჯვენა ბურჯი გაბრიელ რაზმაძე, უმცროს ბოკესთან განაცხადში არ იყო.

დამწყებთა შორის პირველად არიან ნიკოლოზ ბალანჩივაძე, დავით არჩვაძე, ანდრია ბილანიშვილი და ირაკლი ყოლბაია.

ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს საბა ნატროშვილი, ხოლო ცხრა ნომრის პოზიციაზე თემურ ძოძუაშვილი დაბრუნდება. მოედანზე ამჯერადაც პირველივე წუთებიდან გავლენ მგეზავი მათე მახარაძე, შუამარბები დავით ბარბაქაძე და დათა ახვლედიანი, გარემარბი ლუკა ტაბატაძე და ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში. ტურნირის ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ: მათე მახარაძე, ლუკა ტაბატაძე, ნიკოლოზ ხალვაში, ლუკა ნარსია, მიხეილ შიოშვილი და დავით ბარბაქაძე.

თადარიგში გადაინაცვლეს შერკინების კვაჭმა გიორგი აღნიაშვილმა და მეორეხაზელმა ნიკოლოზ ჩხორთოლიამ. კვლავ შეცვლაზე არიან შერკინების ბურჯი საბა ნოზაძე და უკანა ხაზის მოთამაშეები, დათა არობელიძე და დემეტრე დევდარიანი. განაცხადში დაბრუნდნენ შერკინების ბურჯი გიორგი ტურაშვილი, რომელიც უელსთან დამწყებთა შორის იყო და მესამეხაზელი გიორგი არძენაძე, ხოლო ცხრა ნომერი გიორგი ხონელიძე ახალგაზრდული ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში პირველადაა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს და მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მე-13 ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს.

თამაში ავჭალის სარაგბო სტადიონზე 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

საქართველო: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

  1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ანდრია ბილანიშვილი, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.
  2. გიორგი აღნიაშვილი, 17. გიორგი ტურაშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე; 21. გიორგი ხონელიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.

სატურნირო მდგომარეობა

  1. ს.აფრიკა - 10 ქულა, 2. უელსი - 9, 3. საქართველო - 2, 4. ურუგვაი - 0
← მთავარი