სამართალი
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. მანამდე ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე ცნობილია, როგორც დაზარალებული პირი მზია ამაღლობელის საქმეში.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ამსტერდამში, ჰააგასა და როტერდამში არეულობა მოეწყო. ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატმა გერტ ვილდერსმა ამ ფაქტს მკვეთრი განცხადებით უპასუხა. მან მოითხოვა მაროკოელი ემიგრანტების ევროპიდან გაძევება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩში ანგარიში ფაბიან რუისმა გახსნა, თუმცა შარლ დე კეტელერმა პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე მიკელ მერინომ გაიტანა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. კონფლიქტი ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაიწყო, რის შედეგადაც 26 წლის კაცმა მოზარდს ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საბა საზონოვი საფრანგეთის ტოპლიგაში, კერძოდ კი „ლე ავრში“ გადასვლასთან ახლოს არის. იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ტრანსფერის ალბათობა მაღალია. საზონოვმა ცოტა ხნის წინ დატოვა იტალიური „ტორინო“ და მიუხედავად რუსეთიდან შეთავაზებებისა, კარიერის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედება „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“. მებონია 2 ივლისს სოფელ ნაბაკევში დააკავეს და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს აგინა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„შავი ლომი“ ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის 2026/27 წლების სეზონს საქართველოში, უელსურ „ოსფრიზთან“ მატჩით გახსნის. თავისთვის მეოთხე ევროპულ სეზონს ჩვენი გუნდი 17 ოქტომბერს უელსელებთან საშინაო მატჩით დაიწყებს. ტურნირზე „შავმა ლომმა“ პირველი, ისტორიული გამარჯვება სწორედ უელსელებთან მოიპოვა, როდესაც „სქარლეთს“ სტუმრად 2023 წელს 23:7 სძლია.
11 ივლისი, 2026