"იქამდე იქნება საუკეთესო, სადამდეც თავად გადაწყვეტს" - სკალონიმ მესიზე ისაუბრა
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
48 წლის სპეციალისტის თქმით, “ლა პულგა” მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქამდე იქნება, სანამ ამის სურვილი თავად მესის ექნება.
“ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ 39 წლის ასაკში ლეო მესი უკვე იმ დონეზე აღარ არის, მაგრამ ამას ბევრჯერ ვამბობდი: სანამ მესის თამაშის სურვილი ექნება, ის საუკეთესო დარჩება. მე ამის მჯერა და არა იმიტომ, რომ მისი მწვრთნელი ვარ. სანამ მას სურვილი აქვს, ის საუკეთესო იქნება.
რა თქმა უნდა, დადგება დღე, როცა ის 50 წლის გახდება და ყველაფერი იგივე აღარ იქნება. ჩვენთვის, ვინც მას ვიცნობთ, ვარჯიშებზე ვხედავთ და რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას ვუყურებთ, ეს წარმოუდგენელი იქნება. ვერ წარმომიდგენია, როგორი იყო ის 23-24 წლის ასაკში, როცა „ბარსელონაში“ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობდა. არც კი მინდა ამის წარმოდგენა.
ვფიქრობ, ის საუკეთესო დარჩება იმ დღემდე, სანამ არ დაკარგავს გაგრძელების სურვილს. ეს მომენტი ადრე თუ გვიან მოვა”, - განაცხადა სკალონიმ.
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიას 12 ივლისს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაუპირისპირდება.