განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
მსოფლიო

Reuters: რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო ტრანსპორტი შეაჩერა

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა გემების მოძრაობა დონ-აზოვის არხში, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს. ეს გადაწყვეტილება უკრაინის მიერ აზოვის ზღვაში რუსული ხომალდების დაბომბვის შემდეგ მიიღეს. რუსეთი ხორბლის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედს სწორედ ამ მარშრუტით ახორციელებს.

11 ივლისი, 2026
სპორტი

"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის

„დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტას ვავალისმა, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ვირტუსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. მიუხედავად გამარჯვებისა, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს უკეთ თამაში შეუძლიათ და ეს მათი მაქსიმუმი არ არის.

11 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა -  ბოსნიას და ჰერცეგოვინას

ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია

მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, მისმა გულშემატკივრებმა ნიდერლანდების ქალაქებში არეულობა მოაწყვეს. ამ ფაქტს ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატი გერტ ვილდერსი გამოეხმაურა და მაროკოელების ევროპიდან გაძევება მოითხოვა.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახი, ქორწინება და შვილები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, თუმცა მთავარი დაბრკოლება ფინანსებია - ახალი კვლევა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს მიზნებად რჩება. თუმცა, არსებული რეალობა, განსაკუთრებით ფინანსური არასტაბილურობა, ამ გეგმების განხორციელებას აფერხებს. კვლევა ასევე გამოკვეთს დემოგრაფიულ ნაპრალს სასურველ და რეალურ შვილთა რაოდენობას შორის და გენდერული როლების ასიმეტრიის გავლენას.

11 ივლისი, 2026
სამართალი

ეზოში ხმაურის გამო, მეზობელმა სკოლის მოსწავლე დაჭრა

ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. კონფლიქტი ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაიწყო, რის შედეგადაც 26 წლის კაცმა მოზარდს ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

11 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე

თბილისში დაგეგმილი RAF-ის (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) ღონისძიების პრესკონფერენციაზე ინციდენტი მოხდა. დაპირისპირება მერაბ დვალიშვილსა და ერთ-ერთ დაღესტნელ სტუმარს შორის დაიწყო, რასაც მოჰყვა კავკასიელი მებრძოლების მცდელობა, პოლიციის კორდონი გაერღვიათ.

11 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩის ბედი შეცვლაზე შესულმა მერინომ გადაწყვიტა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. კურტუას ტრავმა ესპანელთა გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

11 ივლისი, 2026
სპორტი

ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ

24 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა, რომელმაც ახლახან „ტორინო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, შესაძლოა კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს. „ჰავრიდან“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, მათი შემცვლელების დამატებას ცდილობენ და საზონოვით დაინტერესდნენ. ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისინი შეთანხმებასთან ახლოს არიან.

11 ივლისი, 2026
სამართალი

„ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის“ ფაქტზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს აგინა.

11 ივლისი, 2026