← მთავარი
სპორტი

"კავკასიაში კაცს ღირსება, თავმოყვარეობა და სტუმართმოყვარეობა განსაზღვრავს" - ნურმაგომედოვი თბილისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

11 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

დღეს, 11 ივ­ლისს, თბი­ლის­ში RAF-ის (თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა) ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა გა­ი­მარ­თოს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი სტუმ­რობს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თმა­ნეთს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი და ერთ-ერთი და­ღეს­ტნე­ლი სტუ­მა­რი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

რო­გორც სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, და­ძა­ბუ­ლო­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მე­რა­ბის მიერ უმარ ნურ­მა­გო­მე­დოვ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნათ­ქვა­მი რეპ­ლი­კა ერთ-ერთ სტუ­მარს არ მო­ე­წო­ნა და გა­აპ­რო­ტეს­ტა.

აღნიშნულ ინციდენტს სოციალური ქსელის საშუალებით თავად ნურმაგომედოვი გამოეხმაურა.

“კავკასიაში კაცს ღირსება, თავმოყვარეობა და სტუმართმოყვარეობა განსაზღვრავს. ჩემმა მეგობარმა მხოლოდ ის იკითხა, ზურგს უკან რატომ ლაპარაკობდიო. არ მჭირდება შენი შეურაცხყოფა იმისთვის, რომ თავი კაცად ვიგრძნო. ვინ ხარ სინამდვილეში, მაშინ ჩანს, როცა გარშემო ხალხი არ არის და არავინ არ ჩაერევა”, - დაწერა ნურმაგომედოვმა.

ცნობისთვის, RAF-ის ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

← მთავარი