სპორტი
პარაგვაიში სენატორ სელესტა ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის, კილიან მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს. ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ამარილიას ნათქვამი ეწინააღმდეგება მშვიდობიანი თანაარსებობის და ადამიანთა ღირსების პატივისცემას, რის გამოც კანონმდებელი პირადად აგებს პასუხს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
პაატა ღუდუშაური გამოეხმაურა ანდრეი დემჩენკოს განცხადებას, რომელშიც დემჩენკო ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელმა სპორტულ კონკურენციას ვერ გაუძლო. ღუდუშაურის თქმით, დემჩენკოს სიტყვები იყო სრული სიცრუე და ამ ეტაპზე მეტს არაფერს იტყვის.
8 ივლისი, 2026
სპორტი
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ შოტლანდიელი ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინეის შენარჩუნებას ცდილობს და მას 2030 წლამდე, პლუს ერთი სეზონის გახანგრძლივების ოფციით ახალ კონტრაქტს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მზადაა, მისი წლიური გასამრჯელო 7 მილიონ ევრომდე გაზარდოს, აგენტს მეტი სურს.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა დაადასტურა. ყაველაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ირანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
8 ივლისი, 2026
სპორტი
რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთელებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს 71 წლის ჟორჟე ჟეზუში დაიკავებს, რომელიც ბოლოს საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ მუშაობდა.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
დამასკოში, სასტუმრო Four Seasons-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ბომბი სანაგვე კონტეინერში იყო დამონტაჟებული, მეორე კი - სასტუმროს სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში. საფრანგეთის პრეზიდენტმა სასტუმრო დილითვე დატოვა.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში რიგით 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა გახსნა. ეს ინიციატივა ახალგაზრდებისთვის განათლებისა და აღმოჩენების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. იდეათეკა აღჭურვილია 2000-მდე წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით.
8 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 27 წლის ბრაზილიელი გარემარბი, პაულო ვიტორი დაიმატა. ფეხბურთელმა ზღვისპირულ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვიტორი, რომელიც "ვასკო და გამას" აღზრდილია, მანამდე პორტუგალიურ "პორტიმონენსეში" თამაშობდა.
8 ივლისი, 2026
სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატიდან პორტუგალიის ნაკრების გამოთიშვის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ცხელ გულზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებს და არ სურს, რომ ყურადღება ტურნირზე ნაკრების თამაშიდან პირად გადაწყვეტილებებზე გადაიტანოს. რონალდომ ასევე შეაქო მწვრთნელი მარტინეში და აღნიშნა, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ნაკრების მომავალ მწვრთნელთან დაკავშირებით.
8 ივლისი, 2026