განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] არგენტინა 3:2 ეგვიპტე. დიდი შემოტრიალება არგენტინულად | Lelo.Ge

მსოფლიო თასის მერვედფინალში არგენტინამ ეგვიპტესთან წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ დიდი შემოტრიალება მოახდინა და 3:2 გაიმარჯვა. ლიონელ მესიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა, მან გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. საბოლოო გამარჯვების გოლი ენცო ფერნანდესმა გაიტანა.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ნავსადგური ე.წ. „ლენდლორდის მოდელით“ აშენდება და მის განვითარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს, კერძოდ კი ბოლოს შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, სადავო მეგაპროექტის განვითარების უფლება მიენიჭა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

შეთანხმება მიღწეულია - აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ "მონაკოს" 24 წლის შემტევ მაგნეს აკლიუშთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. პარიზული კლუბი ფეხბურთელში დაახლოებით 50 მილიონ ევროს გადაიხდის და 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

8 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

8 ივლისის ასტროლოგიური ფონი ხელს უწყობს შინაგანი ძალების მობილიზებას და ნებისყოფის გამოვლენას. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს პრაქტიკულობისა და რაციონალიზმისკენ, რაც დაგვეხმარება ილუზიებისგან გათავისუფლებასა და რეალური პერსპექტივების დანახვაში. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, ემოციები გონების კონტროლს დავუმორჩილოთ და არ ავყვეთ იმპულსურ პროვოკაციებს.

8 ივლისი, 2026
სპორტი

U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა

მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 56:3 დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილ დიპლომატიის აკადემიას უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის გამო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს ჩამორჩა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

კონფლიქტი "იბერიაში"! პაატა ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთილია! | Lelo.Ge

ფეხბურთის კლუბ "იბერია 1999-ის" მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსა და ფეხბურთელ პაატა ღუდუშაურს შორის დაპირისპირება მოხდა. მწვრთნელმა დაადასტურა კონფლიქტის ფაქტი, თუმცა უარყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა და მომხდარს "სამუშაო პროცესი" უწოდა. შედეგად, პაატა ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთილია.

8 ივლისი, 2026
სპორტი

მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...

იტალიური მედიის ინფორმაციით, "ნაპოლი" შოტლანდიელი ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინეის, გუნდში დატოვებას ცდილობს და მას 2030 წლამდე, პლუს ერთი სეზონის გახანგრძლივების ოფციით, ახალ შრომით ხელშეკრულებას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მზადაა, მისი წლიური გასამრჯელო 7 მილიონ ევრომდე გაზარდოს, ფეხბურთელის აგენტს უფრო მეტი, 10 მილიონი ევრო სურს.

8 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] მესის მაგია - არგენტინამ ეგვიპტეს საოცარი მატჩი შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში არგენტინამ ეგვიპტე 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტემ აქტიურად დაიწყო და იბრაჰიმის თავურით დაწინაურდა, არგენტინამ ზეწოლა გააგრძელა და საბოლოოდ რომეროს, მესისა და ფერნანდესის გოლებით გამარჯვება მოიპოვა. მესიმ ტურნირზე გატანილი 8 გოლით ბომბარდირია და რეკორდებიც დაამყარა.

8 ივლისი, 2026