სპორტი
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ შოტლანდიელი ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინეის შენარჩუნებას ცდილობს და მას 2030 წლამდე, პლუს ერთი სეზონის გახანგრძლივების ოფციით ახალ კონტრაქტს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მზადაა, მისი წლიური გასამრჯელო 7 მილიონ ევრომდე გაზარდოს, აგენტს უფრო მეტი სურს.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში კი ძალიან ძლიერი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მატება, წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს. კახეთში საფრთხის დონე მაღალი იქნება.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში რიგით 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა გახსნა. ეს ინიციატივა ახალგაზრდებისთვის განათლებისა და აღმოჩენების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. იდეათეკა აღჭურვილია 2000-მდე წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით.
8 ივლისი, 2026
სპორტი
RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ „მონაკოს“ 24 წლის შემტევ მაგნეს აკლიუშთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. „პარკ დე ფრანსის“ ბინადრები ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით, 50 მილიონ ევროს გადაიხდიან და მას 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
8 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩი ურუგვაის ნაკრებთან გამართა და 56:3 დაამარცხა. ამ გამარჯვებით გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და მე-9 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს, სადაც ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.
8 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი აქვეყნებს სკანდალურ ფაქტებს, რომელიც ეხება სამშენებლო კომპანია „მოდუსში“ მომუშავე მუშის დაზიანებას და ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან მის დევნას. ჯანიბეგაშვილის თქმით, კომპანიამ მუშას, რომელმაც სამსახურში მარჯვენა ხელი დაკარგა, დანაშაული თავად ააღებინა. ადვოკატმა, რომელიც უსასყიდლოდ ჩაერთო საქმეში, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა, რის შემდეგაც მას ლიცენზია შეუჩერეს.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის დედაქალაქ თეირანს ეწვია, სადაც ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გლობალურ დიალოგს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის განვითარების გავლენას გაეროს მუშაობის სამივე საყრდენზე და გააფრთხილა მისი არასწორი გამოყენების რისკების შესახებ. ყაველაშვილმა საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდა და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
8 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის მერვედფინალში არგენტინამ ეგვიპტესთან წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ დიდი შემოტრიალება მოახდინა და 3:2 გაიმარჯვა. ლიონელ მესიმ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ენცო ფერნანდესმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მესი დასახელდა.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს, კერძოდ კი ბოლოს შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, სადავო მეგაპროექტის განვითარების უფლება მიენიჭა.
8 ივლისი, 2026