სპორტი
ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალის მთავარ ტურნირში, სადაც ცხრა ქვეყნის 39 მოჭადრაკე მონაწილეობს, ექვსი ტური უკვე გათამაშდა. რეიტინგფავორიტმა ლევან ფანცულაიამ ბოლო ტურში ირანელ ლიდერს, სეიდ კაიან პურმოსავის დაუზავდა. გაიოზ ნიგალიძემ კი სომეხ მეტოქეს სძლია.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს. შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და ავარიულობის III კატეგორია აქვს მინიჭებული. პროექტის მიზანია შენობის იდენტური სახით აღდგენა, უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნება.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა NATO-ს სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინას აქვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უფლება და რუსეთი არის სასტიკი აგრესორი. მან დაადასტურა ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელება, თუმცა გამორიცხა იარაღისა და ჯარის მიწოდება უკრაინისთვის.
8 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის მერვედფინალში არგენტინამ ეგვიპტესთან წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ დიდი შემოტრიალება მოახდინა და 3:2 გაიმარჯვა. ლიონელ მესიმ თავის გუნდს გოლი და საგოლე გადაცემა შესძინა, რამაც საბოლოოდ გამარჯვებისკენ უბიძგა. საბოლოო ანგარიში ენცო ფერნანდესის გოლმა დააფიქსირა.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ამ მოდელით, პორტი განვითარდება არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც ტვირთების მოზიდვისა და ეფექტიანი ფუნქციონირების საუკეთესო პირობებს შექმნის.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.
8 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში ურუგვაის ნაკრები 56:3 დაამარცხა. ანგარიში მე-6 წუთზე ურუგვაელებმა საჯარიმოთი გახსნეს, თუმცა ქართველებმა მალევე, ერთ წუთში ლელოთი უპასუხეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და მე-9 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს, სადაც იტალიას დაუპირისპირდება.
8 ივლისი, 2026
სპორტი
შვეიცარიის ნაკრებმა დიდი ბრძოლის შემდეგ კოლუმბია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. კოლუმბიამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს დამარცხება, რადგან საკუთარ იდენტობას უღალატა და მხოლოდ დამატებით ტაიმში დაიწყო შემტევი ფეხბურთის თამაში. შვეიცარიამ კი, როგორც ყოველთვის, მოწესრიგებულად ითამაშა და იღბალმაც შეუშველა.
8 ივლისი, 2026
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია ქვეყნის საყოველთაო არჩევანია.
8 ივლისი, 2026
სპორტი
პარაგვაიში სენატორ სელესტა ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის, კილიან მბაპეს შეურაცხყოფა დაგმეს. ქვეყნის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ამარილიას ნათქვამი ეწინააღმდეგება მშვიდობიანი თანაარსებობის და ადამიანთა ღირსების პატივისცემას.
8 ივლისი, 2026