← მთავარი
სპორტი

სასტენდო სროლა. მსოფლიო თასი] ჩვენებიდან საუკეთესო შედეგი სტარცევს ჰქონდა...

8 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
სასტენდო სროლა. მსოფლიო თასი] ჩვენებიდან საუკეთესო შედეგი სტარცევს ჰქონდა...

7 ივლისს იტალიურ ლონატოში დასრულდა მსოფლიოს თასის გათამაშება მრგვალ სტენდზე სროლაში, სადაც საქართველოდან 5 მსროლელი გამოდიოდა: 4 - ვაჟებში და ერთიც - ქალებში.

ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოდგა - მრგვალ სტენდზე სროლაში 173 მონაწილე გამოდიოდა, ქალებში - 85.

ჩვენი ვაჟებიდან საკვალიფიკაციო ეტაპი ყველაზე კარგად იაროსლავ სტარცევმა ჩაატარა, ვინც 5-ვე სერია მაღალ დონეზე ჩაატარა და საბოლოოდ 121 ქულა დააგროვა.

ამდენივე ქულა ჰქონდათ მსროლელებს 18-დან 35-ე ადგილამდე, დამატებითი მაჩვენებლების დათვლით კი სტარცევი 27-ე ადგილზე გავიდა.

რომან გოგოლაძის მონაგარი 116 ქულაა და საბოლოოდ 99-ე ადგილზე გავიდა. დავით ქვათაძემ ლონატოში გამოსვლა 112 ქულით და 139-ე ადგილით დაასრულა, პავლე ლაკიამ კი მხოლოდ 101 ქულა ქულა დააგროვა და 168-ე ადგილზე გავიდა.

ქალებში ელიზავეტა ბოიარშინოვამ იასპარეზა და 111ქულა დააგროვა, რაც ზუსტად 50-ე მაჩვენებელი გამოდგა.

ვაჟები

  1. იაროსლავ სტარცევი - 121 (24; 24; 25; 24; 24)
  2. რომან გოგოლაძე - 116 (25; 23; 22; 23; 23)
  3. დავით ქვათაძე - 112 (22; 20; 22; 24; 24)
  4. პავლე ლაკია - 101 (19; 20; 16; 23; 23)

ქალები ელიზავეტა ბოიარშინოვა - 111 (20; 21; 23; 24; 23)

← მთავარი