მსოფლიო
დამასკოში, სასტუმრო Four Seasons-თან, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა, ორი აფეთქება მოხდა. ერთი ბომბი სანაგვე კონტეინერში იყო, მეორე კი — სასტუმროს სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში. მაკრონი სასტუმროს დილითვე ტოვებდა.
8 ივლისი, 2026
სამართალი
კიევთან ახლოს იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი 6 ივლისს აღმოაჩინეს, ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და ყოფილი სამართალდამცველი.
8 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელ გარემარბ პაულო ვიტორთან 2028 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი. ფეხბურთელმა კლუბთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და წარმატებაში დახმარების სურვილი გამოთქვა. ვიტორი ბრაზილიური "ვასკო და გამას" აღზრდილია და კარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ კლუბში უთამაშია.
8 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელ გარემარბ პაულო ვიტორთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა. ფეხბურთელმა კლუბთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და წარმატებაში დახმარების სურვილი გამოთქვა. ვიტორი ბრაზილიური "ვასკო და გამას" აღზრდილია და კარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ კლუბში უთამაშია.
8 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბია 4:3 დაამარცხა და 1954 წლის შემდეგ პირველად გავიდა მეოთხედფინალში. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი შვეიცარიამ გაიმარჯვა. შვეიცარია 12 ივლისს, მეოთხედფინალში, კანზასში არგენტინას შეხვდება.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მოსული ინტენსიური ნალექის დროს ქუჩების დატბორვის მიზეზი წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები, ფოთლები და საყოფაცხოვრებო ნარჩენებია, რომელიც სანიაღვრე ქსელებს ბლოკავს. მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემას სანიაღვრე ქსელების მოძველება ან არარსებობა ქმნის და 2017 წლიდან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ეტაპობრივად ყველა გამოწვევა მოგვარდება.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
თიბისი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ მე-10 ოლიმპიადაზე (EJOI 2026) საქართველოს ნაკრების მონაწილეობას უზრუნველყოფს. ოლიმპიადა 24-30 ივლისს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება, სადაც 16 წლამდე ასაკის პროგრამისტები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
პარიზის მოდის კვირეულზე სოფია როტარუს 25 წლის შვილიშვილი, მოდელი და ინფლუენსერი სოფია ევდოკიმენკო, ქართველი დიზაინერის, ბიჭოლას თანხლებით გამოჩნდა. მან Schiaparelli-ის ექსკლუზიური სამოსი და აქსესუარები წარადგინა, რომლის საერთო ღირებულება 40 ათას ევროს აჭარბებს. ევდოკიმენკო, რომელიც ფსევდონიმით Sofia Eve-ითაა ცნობილი, დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და წლის ყველაზე გემოვნებიან სტუმართა შორის დასახელდა.
8 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”. დაკავებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში მონაწილეობდნენ, რისთვისაც საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე იყო ჩართული.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
ერევნის ზოოპარკში გადაყვანისას დაძინებული ძუ ლომი ვეღარ გამოვიდა მდგომარეობიდან და გარდაიცვალა. ზოოპარკის ინფორმაციით, ცხოველის გარდაცვალების მიზეზი ხანდაზმულობა და თანმდევი დაავადებები გახდა, რასაც აუტოფსიის ანგარიშიც ადასტურებს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
8 ივლისი, 2026